top of page

ერთადერთი კარგი და სასიხარულო ამბავი ამ ბოლო დროს - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

Updated: Mar 28, 2023

09/12/2022

2022 წლის 8 დეკემბერს, ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის კათოლიკურ დღესასწაულზე, ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს დღეობა აღინიშნა. ქუთაისის კათოლიკურ სამრევლოში წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.

წირვის შემდეგ, კათოლიკე მრევლმა ტრადიციულად, 1862 წელს ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის სახელზე ნაკურთხი ქუთაისის ყოფილი კათოლიკური ტაძარი მოილოცეს. ეს ტაძარი ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარია. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მომლოცველობისას ქუთაისში, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს დავალებით ლენტებით შემოსაზღვრეს და ჩახერგეს ხსენებული ტაძრის ეზოს შესასვლელი.

2022 წლის 8 დეკემებრს, ტაძარში კათოლიკე მრევლი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუშვეს. კათოლიკე ეპისკოპოსმა და მორწმუნეებმა გალობა და ლოცვა აღავლინეს ღვთისმშობლის ქანდაკებასთან, რომელიც ეკლესიაში იმ პერიოდიდანაა შემორჩენილი, როცა ის კათოლიკური იყო.

ფაქტს გიორგი ფხაკაძე ეხმიანება.

„ერთადერთი კარგი და სასიხარულო ამბავი ამ ბოლო დროს. ქუთაისი ტოლერანტობის ქალაქია. იდეალური იქნება, რომ ეს ტაძარი (იქ მომნათლა მეუფე კალისტრატემ) იყოს ტოლერანტობის, მეგობრობის და გაერთიანების სიმბოლო. ამ ტაძრის უნიკალური ისტორია შეიძლება, იყოს არა მარტო ჩვენი ტოლერანტობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის (რაც, სამწუხაროდ, დღეს შელახულია), არამედ ტურისტული ცენტრი, როგორც ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთ ტაძარში სხვადასხვა კონფესიის ქრისტანები ლოცულობენ და ქმნიან სიყვარულს და სითბოს! იმედია, ეს ასე იქნება ….“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



19 views0 comments

ความคิดเห็น


Post: Blog2_Post
bottom of page