top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა – საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც...

25/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს! ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, საშინელ სისტემაში რომ მუშაობენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომლებიც დაინტერსებულია საქართველოში ჯანდაცვის ამ პატარა ნაწილის დალაგებას შეუწყოს ხელი. საზვარგარეთ მცხოვრები ქართველები დამიკავშირდნენ, ფინანსური დახმარებაც კი შემომთავაზეს!

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას;

ჯანდაცვის სფეროში ხარისხზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ – პრიორიტეტი უნდა გახდეს არა რაოდენობა, არამედ ხარისხი;

მე არაერთი წელი ვმუშაობდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ახლოს ვიცნობ პრობლემებს, ამასთან არაერთი ათეული წელი ვმუშაობ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – გადავწყვიტე, ეს გამოცდილება საქართველოში მაქსიმალურად გამოვიყენო.

მეგობარ ექსპერტებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომლითაც საქართველოში ხარისხის დამკვიდრება უნდა დავიწყოთ;

ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული, არაბიზნესორიენტირებული, არამედ პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის სისტემა;

ეს ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოშიც გვქონდეს ისეთივე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპასა და აშშ-ია.

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები იქნება აკრედიტირებული ჩვენს მიერ. მე ვხელმძღვანელობ ამ პროცესს და ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამაში მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს;

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომელი საავადმყოფო უნდა იყოს შავ სიაში, რომელია საშიში მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის და მას არ უნდა მიმართონ. ასევე უნდა გამომავლინოთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებები. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომელია კარგი და რომელი – ცუდი?!


იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას არა ზევიდან, არამედ ქვევიდან – ეს იქნება ჯანდაცვის სახალხო რეფორმა;

მთავარია პაციენტი, ექიმი, მედდა, სანიტარი და კლინიკის ტექნიკური პერსონალი.

იქნება ბევრი სირთულე, დაბრკოლება, მაგრამ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის აწევას და სამართლიანი ფასების დადგენას.

თუ გექნებათ სურათები და ვიდეომასალა, გამოგზავნეთ, ატვირთეთ.


თქვენ თუ ჩათვლით, საავადმყოფოს შესახებ თქვენი ინფორმაცია და თქვენი შეფასება არის კონფიდენციალური. პირობას გაძლევთ, ვნახავ მხოლოდ მე. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომელიმე სამედიცინო დაწესებულების შესახებ გაავრცელოთ ინფორმაცია და თქვენი სახელისა და გვარის მითითება არ გსურთ, ინფორმაცია (კმაყოფილი ხართ, სამედიცინო დაწესებულებით? – მიუთითეთ სააავადმყოფოს სახელი, შეაფასეთ 1-დან 5-მდე) გამოაგზვანეთ ელ-ფოსტზე- info@accreditation.ge. ამ ინფორმაციას მე გამოვაქვეყნებ თქვენს მაგივრად. აქ არ არის საუბარი, ვიღაცა გაკოტრდეს ან დაიხუროს. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია“,- აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page