top of page

„ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე…“-გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20, 2023

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე პრაიმ ტაიმთან“ აცხადებს:

-„საქართველოში, როცა რამეს უანგაროდ აკეთებ, არავის ჯერა და გეტყვით, რატომ! მაგალითად, ბ-ნი ბიძინა ივანიშილი, სწორედ, ასე მოიქცა. თავიდან არიგებდა ფულს და საბოლოო ჯამში, პოლიტიკაში მოვიდა. ბ-ნი ვასაზეც ასევე იქცეოდა, ისიც ბოლოს, პოლიტიკაში ამოყოფს თავს.

ყველა, ვინც რამეს აკეთებდა, პოლიტიკაში მოვიდა! გადახედეთ ჯანდაცვის სფეროს მრჩეველებს, არ მინდა დავასახელო სახელები და გვარები. ეპიდემიის დასაწყისში, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი იყო და დროთა განმავლობაში, „ლოტოს ბურთებივით“ სხვადასხვა პარტიაში დალაგდა.

ლუსტრაცია მოხდა, ვინ ვის მხარეს არის. ვიმეორებ, არც ერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს! არც ერთის მჯერა, მაგრამ რომ დავინახო, რომელიმე პარტია, კარგ საქმეს აკეთებს, გვერდში დავუდგები. საქრთველოში, თანამდებობა არ მაინტერესებს, მაგრამ, რომ მოვინდომო მექნება. არც პოლიტიკა და არც ბიზნესი, არ მაინტერესებს.

ვარ პროფესორი, ვასწავლი სტუდენტებს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ვარ ქართველი, მიყვარს ჩემი სამშობლო. შენი ქვეყნის სიყვარული, თურმე ცუდი ყოფილა! ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ე.წ. ქვეყნის სიყვარული, პოლიტიკაში მოვიდა და ფულის კეთებაზე გადავიდა. მე ვცხოვრობ საფრანგეთში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკუთარი სახლი მაქვს, ბიზნესის კეთება არ მინდა

არ ექსპერტი და ფულს ვშოულობ საზღვარგარეთ და არა საქართველოში. საავადმყოფოების არაერთი ქსელი მეხვეწება, ჩამოდი მიხედეო, მაგრამ არ მაინტერესებს, რადგან არ შემიძლია ტყუილი, კორუფცია, რა ვქნა ასეთი ვარ!

მაგალითად, საქართველოში წამოვიწყე აკრედიტაციის სისტემა, რაც საშინელი „თავის ტკივილია“, მეტი არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ამაზეც კი გიჟდებიან, აქაც ბიზნესინტერესებია, რადგან ძალიან ბევრია კორუფციული, პოლიტიკურად ანგარიჟებული საავადმყოფოები და არ აწყობთ.

ვიღაცამ რომ თქვას – არასწორად აკეთებსო, მიხვდით რა ხდება? როცა პოლიტიკაში ხარ, უამრავ რამეს მოგიძებნიან, გაგიშანტაჟებენ. მე რა უნდა მომიძებნონ, ვცხოვრობ პარიზში. მაგრამ თუ რამე სიბინძურე იყო შესაძლებელი, ყველაფერი დამაბრალეს.

უამრავი შეკვეთილი სტატიაა ჩემზე დაწერილი. რამდენიმე ჟურნალისტმა ისეთი სისულელე დაწერა ჩემზე და რომ ვუთხარი, აიღეთ მეთქი, ფული გადამიხადეს და ვარ ავიღებო, მიპასუხა. რისთის აკეთებენ ამას, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ? „გირჩიდან“ დაწყებული, „მწვანეებით“ დამთავრებული, ყველა ნაცების პარტიაა.

მერე მოდის „ოცნების“ სხვადასხვა „ფერები“ – ჩვენ გვაქვს, „მრავალფეროვანი“ პარლამენტი. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა არ დალაგდება, სანამ მიშა იარსებებს. დასკვნა არის, რომ ფხაკაძე, არც „ნაცების“ და არც „ოცნების“ წარმომადგენელია.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ „Factcheck.ge“ – „ნაცების“ სააგენტოა და „მედიაკრიტიკა“ „ოცნების“ და დასკვნა არის, რომ არც ერთის მხარე არ ვარ. გადარეულები არიან – ვის მხარეს არის ფხაკაძე? – ფხაკაძე, არავისი არ არის! ფხაკაძე დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი დიდი ბაბუიდან მოყოლებული, ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფული.

– რომელ ბაბუაზე საუბრობთ?

ნიკიფორე ფხაკაძეზე – დიდი კაცი იყო ბაბუა, რამდენიმე ფაეტონი ჰქონდა ქუთაისში, ოჯახურ ბიზნესს ეწეოდა. 1921 წელს, როცა საქართველოში რუსული არმია შემოვიდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის განძი (ოქრო, ფული), თბილისიდან ქუთაისის საცავში და შემდეგ, ფოთის პორტის გავლით, საზღვარგარეთ (საფრანგეთში) გაეტანათ.

უთაისში, ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიფორეს ფაეტონები დაიქირავეს, რომ ოქრო ფოთამდე გადაეტანათ. ფოთიდან, გვიან ღამით დაბრუნებულა ბაბუა დაღლილი და დაუძინია. ბებიამ დაბინავება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ფაეტონში, ერთი დიდი შეკვრა (ოქრო, ფული) ბანკის ძვირფასეულობა აღმოაჩინა.

მაშინ ეს უდიდესი თანხა იყო. ნიკიფორემ, სამი ვერცხლის მონეტით, მიწა იყიდა, ეს კი იმდენად დიდი თანხა იყო, ნახევარ ქუთაისს იყიდდა.

– და როგორ მოიქცა ბებია?

ძველი ქართული ტრადიციული ოჯახი იყო, რას იზამდა. გააღვიძა ბაბუა და განძეულობა აჩვენა. ნიკიფორემ სასწრაფოდ ჩაიცვა და შუაღამეს ფაეტონით უკან გაემგზავრა, რომ განძი დაებრუნებინა. ასეთი პატიოსანი ადამიანი იყო, რომ არ ჩაებარებინა, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს.

– სავარაუდოდ, არც ამ სასწაულს დაიჯერებენ…

ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე. სახლში დაბრუნებულ ნიკიფრეს, ყველა აღშფოთებული დახვდა, მაგრამ ოჯახის უფროსის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დილით როცა საუზმობდა, კითხეს, ნიკიფორე რა ხდება, წუხელ სად იყავიო? ძალიან მარტივი იყო, ბაბუას პასუხი – მირჩევნია, რუხი პური და ტკბილი ძილი, ვიდრე, თეთრი პური და უძილობა!

ეს სიტყვები ჩვენ ოჯახში, დღემდე შემორჩენილია. ბერჯერ ყოფილა, რომ ფინანსური პრობლემები გვქონია, გვითქვამს – „ნიკიფორე, შენ რა გითხარი, ერთი მონეტა დაგეტოვებინა , ხომ გადავიტანდით ამ გაჭირვებასო!“






Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page