top of page

“ეს რეგულაციები არ უშველის, ან ჩაკეტე, ან გააღე, საშუალო ჩაკეტვები ქვეყანას არ შველის”

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– როგორი პროგნოზი გაქვთ?


– ძაან ცუდი პროგნოზი მაქვს. ეს რეგულაციები არ უშველის. ყველა ქვეყანა, ვინც გადაწყვიტა კუკუდამალობანა, კატა-თაგვობანა, ძალიან დაზარალდა. ამას მე ჯერ კიდევ აპრილში ვამბობდი, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მეორე ტალღაზე პირველმა მე დავიწყე საუბარი, ჩემ გარდა არავის უხსენებია და გამლანძღეს, რა მეორე ტალღა, რის მეორე ტალღაო. ვამბობ, რომ მესამე ტალღა მოდის აპრილში, მზად ვაართ?


ჩემი ხედვით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წავიდეთ ჯოგური იმუნიტეტით. რაღაცა შეზღუდვები შემოვიღეთ, რომელიც არ იქნება ეფექტური და პრაქტიკულად, საქართველოში ახლა არის პირდაპირი ტენდეცია, რომ ჩამოყალიბდეს ჯოგური იმუნიტეტი! ჯოგური იმუნიტეტის ასე ჩამოყალიბება ქვეყანაში არის დანაშაული. მაშინ ახსენით, რაღა აზრი აქვს ასეთ ჩაკეტვას? ან ჩაკეტე, ან გააღე. საშუალო ჩაკეტვები ქვეყანას არ შველის. ეს არის ნახევრად გაკეთებული საქმე. ნახევრად გაკეთებული ხაჭაპური გემრიელია? თქვენ არ იცით აპრილში რა იქნება საქართველოში!


– თუ ჯოგური იმუნიტეტი გაგრძელდა, აპრილამდე საზოგადოების ნაწილს ხომ უკვე ექნება იმუნიტეტი? რატომ თვლით, რომ აპრილშიც მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით?


– 5 თვის მერე აღარ აქვს უმეტესობას ის იმუნიტეტი, გაიგეთ! რეინფიცირების დიდი შანსია. გამოდიან ექსპერტები და რა იცით, რომ რეინფიცირება იქნებაო… ერთი სტატია რომ წამოვიდა სინგაპურიდან რეინფიცირებაზე, ერთი ამერიკიდან და ერთიც ევროპიდან, ხომ უნდა გააკეთო ანალიზი, ხომ უნდა დაფიქრდე, რაშია საქმე?!


– აზრთა სხვადასხვაობაა საველე ჰოსპიტალზე და რომ არ მოგატყუოთ, ჯერ კიდევ იანვრიდან ვწერთ, რომ საველე ჰოსპიტალი უნდა მოეწყოს და პირადად მე, მიმაჩნია, რომ უამრავი დრო დავკარგეთ, მომხრე ვარ იმიტომ, რომ ვიცი, არ გვაქვს პირველადი ჯანდაცვა, განა არ გვივარგა, არ გვაქვს.


ვიცი, რომ მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რა არის ანამნეზი, დიდ ნაწილს არ შეუძლია სიმპტომის აღწერა, რადგან, არ გვაქვს ექიმთან გეგმიურ კონსულტაციაზე მისვლის კულტურა თუ გამოცდილება. ადამიანთა დიდმა ნაწილმა არ იცის აქვს თუ არა რომელიმე ქრონიკული დაავადება, ჯანსაღი კვება კი არა, მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ, თავის არაჯანსაღად გამოკვებაც კი უჭირს, ხოდა ამ პირობებში, როგორ უნდა ვმართოთ ბინაზე პაციენტები? ეს გამორიცხულია, ხომ ამიტომ გვყავს სტაციონარში ამდენი პაციენტი სინამდვილეში?


– გეთანხმებით, არ გვაქვს პირველადი ჯანდაცვა და ვინც საპირისპიროს ამტკიცებს – თავს იტყუებს. ეს სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება საველე ჰოსპიტალს – საველე ჰოსპიტალზე რომ საუბრობენ, ვინმეს გაუკეთებია საველე ჰოსპიტალი საქართველოში? 5 ქვეყანაში მაქვს დაგეგმილი და აწყობილი საველე ჰოსპიტალი, კონფლიქტურ ზონებში და ვიცი, რა არის საველე ჰოსპიტალი, არ არის მარტივი. საველე ჰოსპიტალს უნდა აშენება, რომლის გამოცდილებაც არ გვაქვს, ააშენე და მოაწყვე, დავუშვათ, ვინ გინდა შიგნით რომ იმუშაოს? საველე ჰოსპიტალის პერსონალის 80 პროცენტი ექთანი უნდა იყოს, რამდენიმე ექიმი და ვალანტიორები. რამდენი ექთანი გვყავს საქართველოში?


იტყვით, ახლა რომ ამდენი კლინიკაა ქვეყანაში და როგორ არ გვეყოლება ექთნებიო და ხშირ შემთხვევაში 1 ექთანი 5 კლინიკაში მუშაობს ცვლებში. შეიძლება დარეგისტრირებული ექთნები ბევრი გვყავს, მაგრამ რამდენი ექთანი გვყავს რეალურად? ვგულისხმობ იმათ, ვინც მუშაობა იცის, თორემ, უმეტესობამ არ იცის ნემსის გაკეთება და ძალიან ბევრი მილილიტრს მილიგრამისგან ვერ არჩევს, ეს ხალხი გინდათ საველე ჰოსპიტალში შეუშვათ? 70 საავამდყოფო ვმართე საქართველოში და ვიცი, რასაც ვამბობ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page