top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ეს სერვისები იყო უკონტროლო - კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები...

Updated: Jun 29, 2023

28/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა:


„სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება - სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო. არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები“.


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვეყანაში, ამ მიმართულებით, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. მისივე თქმით, ცვლილებები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.


„დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, ან სახელმწიფოს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას, კი საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს, დემოგრაფიულ პრობლემაში.


არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ რაღაც რეგულირდებოდა, თუმცა ეს ასე არაა. საქართველოში, როცა ბავშვი იბადება, მიდიან სამოქალაქო რეესტრში - დედა მამა და რეგისტრირდება აი ამ დონეზე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში, სუროგატი პირდაპირ იმ ქვეყანაში მიჰყავთ სადაც ბავშვი უნდათ, რომ დაიბადოს.


ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ახლა არის კანონპროექტის სრულყოფილი ვერსია, რომელიც შეჯერებულია დასავლურ გამოცდილებასთან. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული ეს კანონპროექტი. ცვლილებით აღნიშნული სერვისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.


ლინკი:




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


102 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page