top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. ექიმებში დაბნეულობაა… სახელმწიფო ამ პრობლემას სამწუხაროდ ვერ აგვარებს“

Updated: Feb 18, 2023

20/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თავიდანვე ვამბობდი, – სტრატეგია, გეგმა არასწორად შედგენილი იყო, გათვალისწინებული არ იყო ყველა ის დეტალი, რაც ახასიათებს საქართელოს. ეს არის პირველი გამოწვევა, მეორე – ამ ვაქცინაციის გეგმის კონცეფცია არის უფრო სადღეგრძელო, ვიდრე კონკრეტული პრობლემების დანახვა, ანალიზი, მოგვარება. პრაქტიკულად ვაქცინაციის მთელი პროცესი არასწორ რელსებზე დგას, არაპროფესიონალების მიერ არის დაგეგმილი, პოლიტიზებული, ამას კორუფციის “სუნიც” ერთვის. შედეგი მივიღეთ ის, რაც გვაქვს.

ქვეყანაში იმდენი ვაქცინებია შემოსული, ადამიანი ვერ გაიგებს რომელი ვაქცინა გაიკეთოს და რომელი არა. ექიმებში დაბნეულობაა, ხან ერთ ვაქცინას ანიჭებენ პრიორიტეტს, ხან მეორეს. ისეთ დასაბუთებებს აკეთებენ, გამოცდილი ექიმიც კი, დაიბნევა. თურმე ტრადიციული მეთოდით სჯობს ვაქცინის გაკეთება, ვიდრე არატრადიციულით. თავიდანვე არ მოხდა კოლეგების (ექიმების) სწორი, დეტალური ინფორმირება, არ იყო სწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია, გადახედეთ მედია სივრცეს, როგორ შეიძლება ანტივაქსერებს აძლევდე ერთი წამიც კი დროს ნებისმიერ ტელევიზიაში?! – გადახედეთ სხვა ქვეყნებს რა ხდება… აქ კი სააგენტოები, ტელევიზიები ამ ატივაქსერებს ატირაჟირებენ და ა.შ… ანუ ბევრი შეცდომებია დაშვებული.

საქართველოში ვაქცინის გაკეთება ვისაც სურს, ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 40%. ეს ის წერტილია, რომლის იქეთ ფიზიკურად ვერ წავალთ, რადგან ადამიანებისთვის პროფესიონალურად, სტრატეგიულად არავინ არაფერი გააკეთა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვეგვარებინა, ამ ყველაფრის შედეგი კი სახეზე გვაქვს. ვაქცინაციის გეგმიდან დაწყებული დღემდე 9 თვე გავიდა, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ. ყველა რგოლში არაპროფესიონალიზმია. სამწუხარო მოცემულობით სახეზეა სიკვდილიანობის მაღალი, ვაქცინაციის კი დაბალი მაჩვენებელი… გადახედეთ საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 88% ორჯერ ვაქცინირებულია, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს 100% არის აცრილი. ეს არის სწორი მიდგომა, საქართელოში 50%-ც კი არ არის აცრილი. ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, სახელმწიფო ამ პრობლემას სამწუხაროდ ვერ აგვარებს,” –ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page