top of page

ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უფასო - გიორგი ფხაკაძე

28/12/2021

“პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო”,-ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია.


“პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ. არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიქი.


დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და არც ერთი წამალი არ დაამტკიცა. ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშინ, ფაიზერის ვაქცინაცია დაიწყო ევროპაში,


მოდერნას ვაქცინა დაემატა კიდევ შეერთებულ შტატებში და ალბათ ასტრაზენეკაც დაემატება იანვრის დასაწყისში ბრიტანეთში. ეს არ არის მთლიანად დამტკიცებული ვაქცინები. “-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ


მისი თქმით, თუკი მსოფლიოს მოსახლეობის 70-8-% არ აიცრება, ვაქცინაცია არ იმუშავებს.


“ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს 70-80% იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს. ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, მას ვაქცინაცია არ სჭირდება. იმიტომ რომ მან ნატურალურად მიიღო იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 5-6 თვე ექნება. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი მარტივი არ არის,“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც მან აღნიშნა, ვაქცინას გაიკეთებს, მას შემდეგ, რაც ის მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page