top of page

ვაქცინა უნდა იყოს უფასო და ნებაყოფლობითი - გიორგი ფხაკაძე მზად არის ვაქცინა "რუსთავი 2 -ის"...

28.12.2020 Rustavi2



ვაქცინა უნდა იყოს უფასო და ნებაყოფლობითი - გიორგი ფხაკაძე მზად არის ვაქცინა "რუსთავი 2 -ის" პირდაპირ ეთერში გაიკეთოს


პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მისი თქმით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. აქვე, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ თუკი მსოფლიოს მოსახლეობის 70-8-% არ აიცრება, ვაქცინაცია არ იმუშავებს.

"პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ. არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიკი. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და არც ერთი წამალი არ დაამტკიცა.

ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშინ, ფაიზერის ვაქცინაცია დაიწყო ევროპაში, მოდერნას ვაქცინა დაემატა კიდევ შეერთებულ შტატებში და ალბათ ასტრაზენეკაც დაემატება იანვრის დასაწყისში ბრიტანეთში. ეს არ არის მთლიანად დამტკიცებული ვაქცინები. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე. მთელი მსოფლიო, მათ შორის მეც დავიღალე პირბადით სიარულით. ან ჩვენ ვაგრძელებთ პირბადეებით ცხოვრებას კიდევ 5 წელი, ან არის მეორე საშუალება, ეს არის ვაქცინაცია. ერთადერთი ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს 70-80% იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს.

ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, იმას უკვე ვაქცინაცია არ უნდა, იმიტომ რომ მან ნატურალურად მიიღო იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 5-6 თვე ექნება. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი მარტივი არ არის,“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს, მას შემდეგ, რაც ის მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება.

"მე გავიკეთებ ვაქცინას, მაშინ, როცა იქნება ამის საშუალება და რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ ლაივში, ამის პირობას გაძლევთ, თუ გნებავთ, პირდაპირ თქვენს ეთერში ჩართოთ.

ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მე ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს და მეორე, მე უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და მესამე, უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის ეფექტური. ეს სამი კომპონენტი თუ იქნება, გიორგი ფხაკაძე ვაქცინას გაიკეთებს,“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/186123


Post: Blog2_Post
bottom of page