top of page

ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით!.. – სთავაზობენ თუ არა გიორგი ფხაკაძეს თანამდებობას

04/05/2021

„ველოდები კონკრეტული ზარს კონკრეტული წინადადებებით, რომ დაგეხმაროთ ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, რა იგულისხმა ამ განცხადებაში ექსპერტმა, თავად მას მივმართეთ. ფხაკაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგი პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, არც თანამდებობები აინტერესებს და მხოლოდ ექსპერტის რანგში შეუძლია საქართველოს გაუწიოს დახმარება. „საქართველოში არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, არც პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ასეთ პოზიციაში უფრო მეტად შემიძლია დავეხმარო საქართველოს. მაგალითად სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღებაში, ტურისტულ სფეროში covid-19-ის უსაფრთხოების აკრედიტაციაში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. ცნობისთის, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „უსაფრთხო სასტუმროსა“ და „უსაფრთხო რესტორნის“ სერვისების შეთავაზებას აპირებს. გიორგი ფხაკაძის თქმით, უხარია, რადგან მთავრობა უსმენს. „ახლა ველოდები კონკრეტული ზარს კონკრეტული წინადადებებით, რომ დაგეხმაროთ ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში. ყველამ ვიცით, რომ ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ, რომ დაგეხმარებით. ისე არ დამთავრდეს, ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს. მე, გიორგი ფხაკაძე, დღეიდან ამ საქმეს ვაკეთებ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს სჭირდება ჩვენ ხალხს. „იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ინიციატივა ყველასთვის“, – დაწერა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page