top of page

„ვინც იქნება შემჩნეული ამ მავნებლობასთან…არის იგივე, რაც ნარკოტიკების ინდუსტრია…“ – გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 15, 2023

22/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



-„ის, რომ საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკულ ელიტას (ირივე ფლანგი) სულ არ აინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და არიან სფეროების და ბიზნესების გადამანაწილებით დაკავებულნი, – ეს ფაქტიადა ყველა ხედავს!

ვაქცინაცია ვერ მოაგვარეს ….

თამბაქოს მავნებლობაზე ხელახლა უნდა ვისაუბროთ ახლა 2021 წელს?

სირცხვილია!!!

სრული მხარდაჯერა თამბაქოს ალიანსს!

ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ვინც იქნება შემჩნეული ამ მავნებლობასთან, პირადად ჩემგან მიიღებთ სათანადო პასუხს

თამბაქო ინდუსტრია ეს არის იგივე, რაც ნარკოტიკების ინდუსტრია …. ეს მავნეა ორგანიზმისთვის და საზოგადოებისთვის“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე

„თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი” გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

„თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლი, „ფი­ლიპ მო­რი­სი“ ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს მისი ახა­ლი პრო­დუქ­ტის, გა­ხუ­რე­ბა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის და ქარ­თუ­ლი ბაზ­რის და­სა­პყრო­ბად, უკვე, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ცნო­ბა­დი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვა­საც ღიად ცდი­ლობს. იმის, გამო რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა იკ­ლებს, იკ­ლებს ინ­დუსტრი­ის შე­მო­სა­ვა­ლიც, ამი­ტო­მაც თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ებ­ლე­ბი გა­და­ვიდ­ნენ ახა­ლი, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მკვლე­ლი პრო­დუქ­ტის აქ­ტი­ურ რეკ­ლა­მა-პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე, რაც პირ­და­პირ ურტყამს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სებს და აკ­რძა­ლუ­ლია კა­ნო­ნით. თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ექი­მებს აი­ძუ­ლებს, მწე­ვე­ლებს მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად, რე­ცეპ­ტი­ვით, გა­ხუ­რე­ბა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი გა­მო­უ­წე­რონ.

24-25 ივ­ნისს, სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, „ფი­ლიპ მო­რის­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, წი­ნან­დალ­ში მარ­თავს ე.წ. ექ­სპერტთა შეხ­ვედ­რას თე­მა­ზე „თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტარ­ტე­გია-შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ გა­მოწ­ვე­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სათ­ვის“. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის სპონ­სო­რია „ფი­ლიპ მო­რი­სი“, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლი პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი მომხსნებ­ლე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ვინც პრო­ფე­სი­უ­ლად, ზედ­მი­წევ­ნით იცის, რა მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტი.

სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის მოს­ყიდ­ვა, თუ მათ­თან გა­რი­გე­ბა­ში შეს­ვლა თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, ასე­ვე აფი­ნან­სებ­დენ ზო­გი­ერთ მკვლე­ვარ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის სპე­ცი­ალ­სიტს, რათა მათი სა­ხე­ლით შეძ­ლონ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ამი­სათ­ვის ახა­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი და პლატ­ფორ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს. კერ­ძოდ, 2017 წელს, შექ­მნეს ფონ­დი „მო­წე­ვი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მსოფ­ლიო“ და მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მოყ­ვეს გა­ხუ­რე­ბა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და მისი, რო­გორც ე.წ. „ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის“ პრო­დუქ­ტად წარ­სად­გე­ნად.

მიმ­დი­ნა­რე წელს, ამ სქე­მა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად და­ი­წყეს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ქარ­თვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თვა და შე­სა­ბა­მი­სად მათი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ცოტა ხნის წინ, მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის მიერ, სა­რეკ­ლა­მო ფორ­მატ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი, ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, სა­დაც ე.წ. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ენით ესა­უბ­რე­ბი­ან აუ­დი­ტო­რი­ას. მა­შინ ცნო­ბილ ექი­მებს, მაგ­რამ მო­წე­ვის შე­წყვე­ტის სა­კი­თხში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ეს ქცე­ვა გა­უ­აზ­რე­ბელ შეც­დო­მად ჩა­ვუთ­ვა­ლეთ და პარ­ლა­მენ­ტში, ერთ-ერთი შეკ­რე­ბის დროს, სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ან­კესს ექი­მე­ბი არ წა­მო­გე­ბოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი გაფრ­თხი­ლე­ბა ყუ­რად არ იღეს და ინ­დუსტრი­ის მავ­ნებ­ლურ სქე­მა­ში, დღეს აქ­ტი­უ­რად ით­რე­ვენ ექი­მებს, რო­მელ­თაც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ მო­წე­ვის შე­წყვე­ტის ეფექ­ტურ სტარ­ტე­გი­ებ­ზე და თა­მაბ­ქოს კონ­ტროლ­ზე, თუმ­ცა თა­ვი­ან­თი დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან.

თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის 5.3 მუხ­ლი და თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უკვე 2018 წლის მა­ი­სი­დან კრძა­ლავს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის (იუ­რი­დი­უ­ლი თუ ფი­ზი­კუ­რი პი­რის) სპონ­სო­რო­ბას. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია პე­რი­ო­დუ­ლად ავ­ლენს დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის აწ­ვდის შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

ვი­მე­დოვ­ნებთ, 24 ივ­ნი­სამ­დე დარ­ჩე­ნილ დრო­ში ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა გმობ­დნენ ლე­გა­ლუ­რი ნარ­კო­ტი­კის, თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ებ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას, გა­ი­აზ­რე­ბენ, რა ნა­ბიჯს დგა­მენ და ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, არ გახ­დნენ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის პრო­დუქ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ტო­რე­ბი, ნაც­ვლად იმი­სა, რომ და­ეხ­მა­რონ მწე­ვე­ლებს უკვე არ­სე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თამ­ბა­ქოს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის მო­წე­ვის სრუ­ლად შე­წყვე­ტა­ში.

უამ­რა­ვი კვლე­ვე­ბით და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გან­ზი­ა­ცი­ი­სა და აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­ხუ­რე­ბა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი ისე­თი­ვე ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტი და ისე­ვე უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტი. გა­ხუ­რე­ბა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის გა­მო­ნა­ბოლ­ქვში აღ­მო­ჩე­ნი­ი­ლია ათე­უ­ლო­ბით ტოქ­სი­კუ­რი (მომ­წამ­ვლე­ლი) და კან­ცე­რო­გე­ნუ­ლი (კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი) ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. ამას­თან, გა­ხუ­რე­ბად თამ­ბა­ქო­ში უფრო მა­ღა­ლი დო­ზით ფიქ­სირ­დე­ბა ისე­თი ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი რო­გო­რი­ცა ნიტ­რო­ზა­მი­ნე­ბი, აცე­ტალ­დე­ჰი­დე­ბი, აკ­რო­ლი­ნი და ფორ­მალ­დე­ჰი­დი, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თამ­ბა­ქოს კვამლში. ასე­ვე, ფიქ­სირ­დე­ბა უც­ნო­ბი წარ­მო­შო­ბის მომ­წამ­ვლე­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი (რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწო­რედ იმ ქი­მი­ურ-ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცეს­თან, რო­მე­ლის შე­დე­გად წვის ნაც­ვლად გა­ხუ­რე­ბით მო­იხ­მარს ეს ახა­ლი პრო­დუქ­ტი), რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ თამ­ბა­ქოს კვამლში არ ფიქ­სირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ხუ­რე­ბა­დი თა­მაბ­ქოს ნა­წარ­მის ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უფრო მა­ღა­ლიც იყოს.

არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, მთავ­რო­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას:

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და პრო­ფე­სი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ა­ცი­ებს და­უგ­ზავ­ნოს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც და­ეყ­რდნო­ბა ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის სამ­დივ­ნოს რე­კო­მენ­და­ცი­ას „ფი­ლიპ მო­რი­სის“ მიერ და­ფუძ­ნე­ბულ ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბის შე­სა­ხებ;

მო­ვუ­წო­დებთ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პრო­ფე­სი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის წარ­მო­მად­გნე­ლებს, არ წა­მო­ე­გონ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ხრი­კებს და არა­ნა­ი­რი სა­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღონ მათ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ შეხ­ვედ­რა­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ასე­ვე მათ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მებ­სა და საგ­რან­ტო პროგ­რა­მებ­ში. წი­ნან­დალ­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა არის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა და ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბე­ბა ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და დო­ნო­რებს.

პარ­ლა­მენ­ტმა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ას და მის გა­იდ­ლა­ი­ნებს, ასე­ვე თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და მიზ­ნად ისა­ხავს გა­ხუ­რე­ბა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი­სა და ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ რე­გუ­ლი­რე­ბას, რაც გა­მო­იწ­ვევს ამ პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გაზ­რდას და შე­სა­ბა­მი­სად ავა­დო­ბის, სიკ­ვდი­ლო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ტვირ­თის გაზ­რდას;

მთავ­რო­ბამ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ამ­ტკი­ცოს თა­მაბ­ქოს ნა­წარ­მის სადა (სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი) შე­ფუთ­ვის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი და ასე­ვე 3 წლის წინ მი­სა­ღე­ბი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რო­მე­ლიც ღიას და გამჭვირ­ვა­ლეს გახ­დის თა­მაბ­ქოს ინ­დუსტრი­ის წარ­მო­ამ­დგენ­ლე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page