top of page

ვინ არის, საიდან არის, რა უნდა, რომელ სამყაროშია?​ – ვის შესახებ წერს გიორგი ფხაკაძე

27/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მედიის მეშვეობით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებზე საუბრობს და ამბობს, რომ ანტივაქსერების სტატუსების ტირაჟირება მედიაში საჭირო არ არის.


გიორგი ფხაკაძე ანქტივაქსრებს ალქაიდას ტერორისტებს ადარებს და ამბობს, რომ შესაბამისი ორგანოები ზუსტად მათი შესწავლით უნდა იყვნენ დაკავებულები. (სტილი დაცულია)

„ანტივაქსერების უაზრო სტატუსების ტირაჟირება მედიაში ეს რა უბედურებაა!

თვითშეგნება, თვითკონტროლი, და საერთოდ საღი აზრი რომ დაატანოთ ზოგჯერ არა?!

ნახეთ ერთი ამ “ბატონის” პოსტი. ვინ არის, საიდან არის, რა უნდა, რომელ სამყაროშია?

მე რომ მკითხო ასეთი პიროვნებები არიან უფრო საშიში ვიდრე ალქაიდას ტერორისტები და შესაბამისი ორგანოები ზუსტად ასეთი პირების შესწავლაში უნდა ხარჯავდნენ დროს. მედია ურჩევ ჩვენი სამხრეთ მეზობლის (თურქეთის) მაგალითისგან ისწავლონ (პოლიტიკაზე აქ საუბარი არ არის). თურქეთში ვერსად ვერ ნახავთ ანტივაქსერების პოსტებს/ გადაცემებს და ასე შემდეგ და შედეგი … თურქეთში 80% მეტი მოზარდი მოსახლე არის აცრილი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე პოსტთან ერთად სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page