top of page

ვინ არ უნდა აიცრას Pfizer-ის ვაქცინით

28.12.2020 megatv.ge Kutaisi



ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

პროფესორი ასახელებს იმ ადამიანების სამ კატეგორიას, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინაციის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

18 წლამდე ადამიანებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული. ვგულისხმობ Pfizer-ის ვაქცინას. ასევე თუ ადამიანი არის ფეხმძიმედ არ არის რეკომენდირებული. როცა დავინახეთ, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, უკვე 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი დღეის მდგომარეობით ვაქცინირებულია.

ადამიანებს, ვისაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ალერგიები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ალერგიებმა შესაძლებელია უკუჩვენება მოგცეთ. ეს ვაქცინაცია იქნება ოდნავ სხვანაირი, ვიდრე ადრე იყო. პაციენტი უნდა იყოს მომზადებული, ინფორმაცია უნდა იყოს შეგროვებული“,- განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-pfizer-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a5/

1 view0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page