top of page

თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე რატომ არ აიცრა?

22/06/2021

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, სავალდებულო აღარაა ღია სივრცეებში პირბადის ტარება.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ნეაგგტიურად აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI)მრჩეველი გიორგი ფხაკაძე.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, არაპროფესიონალურ გადაწყვეტილებებს გაუნათლებელი პოლიტიკოსები იღებენ და ამ გადაწყვეტილებებს მედიცინასა და მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს.

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი! – რასაკვირველია, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. საქართველო აკეთებს იმას, რაც ისრაელმაც კი ვერ გააკეთა ბოლომდე, სადაც ყველა ვაქცინირებულია. ევროპაც კი ვერ აკეთებს, ამას, სადაც თითქმის 60 პროცენტი მოსახელობის ერთჯერადად არის აცრილი. აქაც მოხსნილია შეზღუდვები, მაგრამ პირბადე გარეთ სავალდებულოა და შიგნით სივრცეებში, რესტორნები და კაფეები არ ფუნქციონირებს.

საქართველოში ჩვენ ვცხოვრობ პოპულისტურ, არაპროფესიონალურ ქვეყანაში, სადაც არაპროფესიონალები, არაექსპერტები, პოპულისტები და ძალიან ბოდიშს ვიხდი, გაუნათლებელი პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას.

ვიწყებთ ვაქცინაციას ვაქცინით, რომელიც არ იყო დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უფრო ადრე ვაკეთებთ ყველაფერს.”

ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, ჩინურმა ვაქცინებმა მიიღეს ჯანმოს ავტორიზაცია.


არ გეთანხმებით ამაში და გეტყვით, რატომ. მაგალითად კოსტარიკამ თქვა, რომ არ მივიღებ ჩინურ ვაქცინას, იმიტომ რომ ეფექტურობა ჩინური ვაქცინის არის 50.4 პროცენტი.


თქვენი აზრით ადეკვატურია, როდესაც „რემდესივისი“, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის ნოემბერში ამბობდა, რომ არაფექტური წამალია კორონავირუსთან ბრძოლაში და საერთოდ ამოიღო სიიდან, როგორც შესაძლო კოვიდსაწინააღმდეგო წამალი და ახლა ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ჩამოდის წამლის 10 ათასი დოზა.

გილიარდმა საჩუქრად გადმოგვცა, თანხა არ გადაგვიხდია. ამაში ერთი დადებითი მხარე არის…

შხამ-ქიმიკატია, რა არის ამაში დადებითობა? ჩვენ თუ მივდივართ ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებით, ამერიკაში მარტო დაშვებულია „ფაიზერი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „მოდერნა“.

„ასტრაზენეკა“ რეგისტრირებული არაა. არც ჩინური ვაქცინები არაა რეგისტრირებული, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებში „რემდესივირის“ გამოყენება დაშვებულია.

თუ ჩვენ მივდივართ ამერიკული გზით, მაშინ ავიღოთ ამერიკული სტანდარტი. მაგრამ არა, ჩვენ დავუშვით ჩინური ვაქცინა, რომელმაც შანსი არაა, რომ ამერიკაში გაიაროს აკრედიტაცია და ჩვენ ასევე დავუშვით „ასტრაზენეკა“. გვეუბნებიან, რომ მივდივართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით. მაგრამ მაშინ „რემდესივირი“ რატომაა დაშვებული?

სიტუაციიდან გამოსავალი არის არაპროფესიონალების გადაყენება და ჯანდაცვის სისტემის ჩაბარება პროფესიონალებისთვის და პოლიტიკურად არაანგაჟირებულებისთვის.

ვაქცინების ყველა დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენ გადავიკეტეთ. იმიტომ რომ არაპროფესიონალები ზიან იქ, სადაც ზიან. უკრაინა და მოლდოვა უფრო ბევრ ვაქცინას იღებენ, ვიდრე ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ჰყავთ და არასწორად დააყენა ქვეყნის პოზიცია.

მარტო პირბადე არაა გამოსავალი. არავინ არ მუშაობს ისრაელთან, არავინ მუშაობს შეერთებულ შტატებთან. არავინ მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებთან. სანამ მე არ ავტეხე მთელი ამბავი, მანამდე „ფაიზერისათვის“ იმეილი არ გაუგზავნიათ.

მე, ადამიანი რომელიც საფრანგეთში ვზივარ, მოვახერხე და საქართველოში პირბადეების ხარისხი ავწიე და მათი ფასის დაწევაც მოვახერხე.

ეს ნორმალურია, როცა მე ვაკეთებ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გასაკეთებელ საქმეს?

გაუგებარია, რატომ არის პრობლემა ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის. სწორედ ამ სფეროს მოუგვარებლობის გამო ხდება, რომ ვაქცინაციის ჩატარება ვერ მოხერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეს პრობლემა იმიტომაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მისი მოგვარება ვიღაცას არ აწყობს.

ყველაზე დიდი ანტივაქსერები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინით რატომ არ აიცრა? მაგალითი ხომ უნდა მისცე საზოგადოებას? მან თქვა, მე ქრონიკული დაავადებები მაქვს და „ფაიზერით“ იმიტომ ავიცერიო, ეს სწორი პასუხია?

ამირან გამყრელიძე აიცრა ჩინური ვაქცინით. ..

ბატონმა ამირანმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მე მის ადგილას უკვე ხუთჯერ გადავდგებოდი. იმდენი ჩავარდნებია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გამოდის, რომ პრობლემები არიას და ის კიდევ არის მის თანამდებობაზე. მე ვიცნობ ბატონ ამირანს. ბოდიში, მაგრამ მან ყველანაირი ეთიკური ზღვარი უკვე გადალახა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page