top of page

„თუ იქნება მოსახლეობის 85%-ზე ნაკლები აცრილი, ეს არ არის ვაქცინაცია! თავს ნუ მოვიტყუებთ!“

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – რა ხდება, საქართველოში?!


„შეჯამებას გავაკეთებ, რაც ხდება საქართველოში:


შეზღუდვების მოხნასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო და არის და არასოდეს არ შეიცვლება, – ეპიდემიის მართვას, საერთოდ სჭირდება პროფესიონალები, რომლებიც არაპოლიტიკურად, არაეკონომიკურად, არამედ სუფთა ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცივი გონებით იღებენ გადაწყვეტილებას, – რა უნდა გაკეთდეს, ეპიდემია რომ არ გავრცელდეს.


ერთ მაგალითს გეტყვით, – მარსელში, რამდენიმე საუკუნის უკან იყო შემოსული გემი, – შავი ჭირით, თავის დროზე, ევროპულ პორტებზე იყო დაცვა, რომლებიც ეკონტროლებდნენ, გემზე რამე დაავადება თუ იქნებოდა, ეს გემი უნდა ყოფილიყო კარანტინში და ზოგ შემთხვევაში ასეთ გემებს წვავდნენ.


მარსელში, ამ გემის მფლობელმა (საიდანაც შავი ჭირი შემოვიდა) „ქრთამი“ მისცა პორტში პასუხისმგებელ პირს, -ინფიცირებული ხალხი დავტოვოთ გემზე, მაგრამ ტვირთი უნდა დაცლილიყო. კორუფციის შედეგად ჩამოიტანეს ტვირთი. ტვირთან ერთად იყვნენ ვირთხებიც და ვირთხებისგან გავრცელდა შავი ჭირი და იყო სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ევროპაში!


ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, კორუფცია, კორუმპირებული ბიზნესმენები, კორუმპირებული ჩონოვნიკები (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანაა, რომელი საუკუნეა და რა წყობაა), კორუფცია ანადგურებს ქვეყანას, ანადგურებს ყველაფერს, რასაც ადამიანები წლები და საუკუნეები აშენებენ!


იგივე სიტუაციაა ახლა საქართველოში. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – გახსნილიყო ქვეყანა მთლიანად (ყველაფერი კარგად არის), ვმართავთ სიტუაციას, თუ, რა?! გასაგებია, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო. ეკონომიკურიც არ არის, იმიტომ, რომ ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება უფრო მტკივნეული საქართველოსთვის. ჩვენ ის კი არ უნდა ვიფიქროთ, დღეს რა ვჭამოთ, ასევე უნდა ვიფიქროთ, რა ვჭამოთ ხვალ და ზეგ! დღეს თუ ყველაფერს შევჭამთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ვიქნებით უფრო მშივრები! როგორც მე ვხედავ, საქართველოში ამაზე სტრატეგიულად არავინ ფიქრობს! ჩვენი სახელმწიფო ასტროლოგებს უფრო უჯერებს, ვიდრე მეცნიერებას. შედეგს აპრილში ვნახავთ!“


კიდევ ერთხელ ვამბობ, – არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს! იმიტომ, რომ მე ვერ დავინახე ვერავინ, ვინც, შეიძლება მართლა გამოიყვანოს ქვეყანა ამ სიტუაციდან! არ მაქვს არც ფინანსური და არც ბიზნესინტერესი საქართველოში! რომ არ იყოს საუბარი, გიორგი ფხაკაძე ვიღაცისგან იღებს ფულს. ასი ათასობით ადამიანი უყურებს ჩემს ჩართვებს და აქედანაც კი, არანაირი შემოსავალი არ მაქვს! ამ ყველაფერს ვაკეთებ უანგაროდ, ჩემი ინიციატივით! ვერავინ ვერაფერს ვერ მაიძულებს და ვერ მეტყვის, რა არის კარგი და რა არის ცუდი! ვამბობ იმასაც, რასაც მე ვთვლი საჭიროდ! თუ არ მეთანხმებით, ნეგატიური კომენტარები შეინახეთ თქვენთვის!


შეზღუდვების მოხნას არ აქვს არ აქვს არაფერი საერთო არც მეცნიერებასთან და აპიდემიასთან, არც ეპიდემიოლოგიასთან, არც მედიცინასთან!


შენ შეგიძლია, ქვეყანა გახსნა იმ შემთხვევაში, თუ ხარ, როგორც ისრაელი (მოსახლეობის 80%-ზე მეტი აცრილია). ვაქცინაცია ნიშნავს მოსახლეობის 85%-ის აცრას. თუ იქნება მოსახლეობის 85%-ზე ნაკლები აცრილი, ეს არ არის ვაქცინაცია! თავს ნუ მოვიტყუებთ!


საქართველოში ვაქცინაცია არ დაიწყება, სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით. ფაქტია, 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ განხორციელდება.


ვინაიდან, ქვეყანაში ვაქცინაცია არ იქნება, რა არის გამოსავალი, ქვეყანა რომ გაიხსნას?! – მაშინ, მოვიქცეთ, როგორც ჩინეთი, იქ, პრაქტიკულად ვირუსი თითქმის აღარ არის! მთლიანად ჯიგიტალიზაცია მოხდა, ყველაფერი არის ელექტრონულ აბაზაზე გადასული. ჩინეთში არის დიქტატურა, იქ არ არის დემოკრატია.იქ ყველაფერი არის ელექტრონული. თუ რომელიმეს მეზობელს აქვს კოვიდი, ყველა მეზობელი იკეტება 60 დღით (საბურთალოზე თუ დაინფიცირდა ერთი ადამიანი, მთელი საბურთალო იქნება ჩაკეტილი). ეს არის ჩინური მიგდომა. იქ კეთდება ვაქცინა.



ან, შენ მიდიხარ ჩინური გზით (როცა აკეთებ უმკაცრეს ჩაკეტვას და ამცირებ ვირუსის გავრცელებას, შემდეგ აკონტროლებ, თუ სადმე იქნება გავრცელება (მაგალითად, მესტიაში ერთი ადამიანი დაინფიცირდა, ნიშნავს, რომ მთელი მესტია ჩაკეტილია 60 დღით). რომ ამბობენ, ჩინეთში ვირუსი არ არის, არ გვინდა სპეკულაციები, არ გვინდა რუსული კგბ-ს ნარატივები.

არის ორი მოდელი – ისტრაელის მოდელი და ჩინური მოდელი. მსოფლიოში გაჩნდა ახალი მოდელი, – „ქართული მოდელი“, როცა არც ვაქცინა გაქვს (ეს საკარანტინო ზომები, რომელიც იყო მანამდე, არ იყო ძალიან ეფექტური) და მთლიანად ვხსნით ქვეყანას და საზღვრებს (მოდით, შემოიტანეთ ვირუსი).


ჩემი დასკვნით, როგორც ეპიდემიოლოგის (განათლება მაქვს შესაბამისი და სადოქტოროც მაქვს დაცული, ვარ დიპლომირებული ექიმი, ქირურგი, მაქვს მაგისტრატურა დაცული საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ასევე მაქვს დისერტაცია დაცული, სადოქტორო საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ვარ პროფესორი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. პროფესორობა ნიშნავს იმას, რომ, მე წელიწადში რამდენჯერმე, ვწერ საერთაშორისო დონის სტატიებს, რომლებიც იბეჭდება ლონდონში, ჟენევაში და ა.შ. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საერთაშორისო ჟურნალებში, როცა ვამბობ, რომ ეს არის ასე, არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე, რომელიც არის შეგროვილი მთელ მსოფლიოში და არის ჩემი პირადი გამოცდილებაც! საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება არის ნაადრევი. ძველი ვირუსი მიდის ქვემოთ (რაც ძალიან კარგია), მთელ ევროპაში, ვაქცინის გარეშეც მიდის ქვემოთ, მაგრამ არის ახალი ვირუსი (ახალი შტამი) – ბრიტანული კოვიდი, რომელიც არის ძალიან საშიში. მაგალითისათვის, ჟენევაში 80% არის ბრიტანული შტამით დაავადებული! ძველი ვირუსით აღარ ავადდებიან, ნელ-ნელა კარგავს ძალას. სამწუხაროდ, ახალი ვირუსი უფრო გადამდებია, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფად ვითარდება და შეიძლება, ორმეტრიანმა დისტანციამაც კი ვერ დაგვიცვას! არანაირი დოლბანდი და კლაპანიანი პირბადეები არ დაგიცავთ!


შარშანაც ვთქვი, რომ ამ ზამთარს, საქართველოში ვაქცინაცია არ დაიწყდებოდა. ვამბობდი ყოველთვის, – მოვითმინოთ ცოტა ხანს (ზოგი ჭირი მარგებელია), სხვა ქვეყნები ატარებენ ვაქცინაციას, იმ ქვეყნებში არის კარგი სამედიცინო სისტემა (ძალიან კარგია სამედიცინო ბარათები) და სადმე რამე პრობლემა თუ იქნება, ეს მოვლენა გამოვლინდება და იქნება დარეგისტრირებული და აღმოფხვრილი და ჩვენ გვეცოდინება, როგორ უნდა მოვიქცეთ.


ვინაიდან, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არა გვაქვს, ჩამოშლილია, ელექტრონული ბარათი ვერ გააკეთეს ამ დრომდე, არის 22 ბაზა და არ იციან, რამდენი ადამიანი კვდება დღეში, არ იციან, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა წინა კვირაში, გულსისხლძარღვთა დაავადებით, რამდენი – ინფრაქტით?!


საქართველოს, მართლა ღმერთი იფარავს, იმიტომ, რომ, ის, რაც ხდება საქართველოში, სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, ამოხოცილი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, როდემდე უნდა გვფარავდეს, როდემდე?! ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! ამ ანგელოზმა, შეიძლება თქვას, – თავი დამანებეთ, ამდენი ხანი როგორ უნდა გფარავდეთ! მარტო ანგელოზების იმედად ხომ არ უნდა ვიყოთ?!


უნდა იყოს ერთი ადამიანი, ვინც ვაქცინაციის პროცესს ჩაიბარებს და ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მან უნდა გააგძელოს ეს გზა.


ერთადერთი, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის პირბადე (ისრაელში ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პირბადის ტარება)“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.




ნახეთ ვიდეო ☝️



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page