top of page

„თუ მინიმუმ ჩემი დონე გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს“, – ვინ იწვევს გიორგი ფხაკაძეს დებატებში

04/09/2021

„ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო… სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო?! მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„ვაი პოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით…(?!) ბებო მარო (სკოლა – 8 კლას დამთავრებული) მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო….(?!) უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!

ახალგაზრდა კოლეგა მეუბნება, შენ რა იცი, ამდენს რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავიაო (ერთი ახალგაზრდა, რომელიც, სხვათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას) და ერთი, რძე რომ არ შეშრობია ტუჩებზე, საერთოდ „ჭკუას მასწავლის” და იძახის, რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვეწევი… და ასე შემდეგ…. თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა.

ჩემი პასუხი ამ „ექსპერტებს” და „განათლებულ” ადამიანებს:

მე არ ვარ ფილოლოგი და ქართულ სკოლაში არ მისწავლია, სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად.

მე არ ვარ სპორტსმენი (ბავშვობაში ჭიდაობაზე დავდიოდი), რომ აგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ჩემპიონი გახდე…

მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე, იმას ვერასდროს ვაჯობებ.

მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ.

მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი… მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი )

მე არ ვიყავი უმუშევარი 18 წლიდან, დიახ, სულ 2-3 და ზოგჯერ 4 სამსახური მქონდა ერთდროულად და ბოლო 25 წელიწადში ვმუშაობდი/ვცხოვრობდი 22 ქვეყანაში და, ალბათ, 90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი/ნამუშევარი სხვადასხვა პროექტებზე ..

მე ვმუშაობდი სანიტრად, მედძმად, უმცროს ექიმად (ქირურგად), გადაუდებელის ექიმად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მაქვს აღებული საქართველოში, ნეპალში, ინდოეთში, კენიაში და სომალიში (მხოლოდ სომალიში – სომალურ ჯიგრულ პონტში მინისტრმა. მომცა/ნახევრად ტერორისტი ტიპი იყო ). პირველი წიგნი 2001 წელს დავბეჭდე და მერე ბევრი წიგნი და სტატია დამიგროვდა ქართულ და ფრანგულ ენებზე.

სამედიცინო განათლების კუთხით რა ვიცი 2007 წლიდან ვასწავლი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვარ კათედრის გამგე/პროფესორი და ასევე პოლონეთის და უკრაინის სამეცნიერო საბჭოს წევრი და გავის ალიანში ხო საერთოდ წლებია სხვა და სხვა დამოუკიდებელ სამეცნიერო/ტექნიკური საბჭოს წევრი ვიყავი/ვარ, აღარ ვამბობ ევროკავშირის, ამერიკის მთავრობის და გაეროს გენმდივნის მრჩევლობაზე….. ხო და რისი თქმა მინდა …. თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე 10 ჯერ წამოსული ვიყავი.

როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე, რომ პენსიაზე წავსულიყავი…. და ახლა ვარ პენსიონერი მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს.

ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია.

ჩემი პატარა რჩევა ყველა “ექსპერტს” და “ზეგანათლებულ”, “ზეერუდირებულ” ადამიანებს – სანამ დაიწყებთ ვაქცინის შემადგენლობაზე საუბარს, გადახედეთ ამ სურათებს და თუ მიხვდებით, რა არის ამ სურათებზე და მინიმუმ ჩემი დონე (განათლება/გამოცდილება) გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს, რომ დავსხდეთ და ინტელექტუალური საუბარი გვქონდეს საერთოდ, ინტელექტუალურ საუბრებში იბადება ჯეშმარიტება.

იმედია, მიხვდით, რაც დავწერე და რატომ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page