თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა – გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს
- Giorgi Pkhakadze
- Mar 16, 2023
- 1 min read
10/08/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.
პროფესორი ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი.
გარდა ამისა, ექსპერტი აკრიტიკებს იმ მედიკოსებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეზღუდვების მოხსნას და არ დაუსაბუთეს მთავრობას, რატომ იყო ნაადრევი რეგულაციების შემსუბუქება.
თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა. ახლა რომ გამოდიხართ და მოითხოვთ დამატებით შეზღუდვებს, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა. რატომ არ დაწექით მტავრობის ადმინისტრაციაში და რატომ არ უთხარით ხელისუფლების წევრებს, რომ ნაადრევი იყო ეს გადაწყვეტილება?“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments