top of page

თქვენს კითხვებს პასუხობს გიორგი ფხაკაძე...

Updated: Aug 17, 2023

16/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და მასთან ბრძოლა საუკუნის გლობალურ გამოწვევად იქცა.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში, ფართო აუდიტორიისათვის დაიგეგმა ონლაინ შეხვედრა ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტთან გიორგი ფხაკაძესთან. იგი გახლავთ - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ისაუბრებს მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი სიტუაციის ანალიზსა და სხვადასხვა ქვეყნებში COVID -19 -ის მართვის არსებულ გამოცდილებაზე, შეაფასებს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ რისკებს. სამშაბათი, 14 აპრილი, 14:00 საათი დასწრება თავისუფალია. იხილეთ ბმული:



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





15 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page