top of page

იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ19-ით "0" სიკვდილიანობა, დიახ არ გეშლებათ, 126 მილიონიან ქვეყანაში...

09/11/2021

“ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარულისა”,-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, დღეს იაპონიაში კოვიდ-19-ით არავინ გარდაცვლილა.


“იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებით, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს

როგორ? მარტივად …


მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.


ყველა მითს, ზღაპარს, ანტივაქსერულ-რუსი ოკუპანტების ნარატივს იქნებ თავი დავანებოთ


ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული


დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია”,- წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page