top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ისტორიული პროექტი დავიწყეთ - მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ“

01/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა


ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ და საქართველოში მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს. პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულებებს ხელი დღეს მოეწერა.


ხელშეკრულებები ჯანდაცვის სამინისტროს „საქართველოს სოლიდარობის ფონდსა“ და ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ კლინიკებს შორის გაფორმდა.


„ისტორიული პროექტი დავიწყეთ. ჩვენი ბავშვებისთვის შევძელით და სახელმწიფომ აიღო სრული პასუხისმგებლობა და გარანტია, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ. ამისთვის, ბიუჯეტი არის, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი, თუმცა, ამით არ შემოისაზღვრება. ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების შედეგები მაღალია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.


ღონისძიების ფარგლებში, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს. პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების - თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ და „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმაც.


საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;


საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს;



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page