top of page

„ის უკვე შეიცვალა… გაორდა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

08/12/2021


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსისახალ ვარიანტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი კოვიდის ვარიანტი “ომიკრონი”. რა სიახლეები გვაქვს. ის უკვე შეიცვალა, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ გაორდა. არსებული კოვიდის ომიკრონის ვარიანტი B.1.1.529 უფრო მარტივად არის BA.1 და ახალი ვარიანტი ანუ ახსლი განშტოება კი არის BA.2. სტანდარტული პსრ ტესტი ხედავს რომ არის კოვიდი (რაც კარგი ამბავია) მაგრამ ვერ ადგენს კონკრეტულად ამ ახალი BA.2. ვარიანტს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ გავრცელების სიჩქარით ომიკრონის ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე დელტა ვარიანტი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, სხვა ვარიანტებთან/შტამებთან შედარებით უფრო აგრესიულია თუ არა. საქართვრლოს მოსახლეობის 20%მდე არის სრულიად აცრელი (ამაზე ნუ ვიდავებთ) რაც ზრდის საავადმყოფოების გადატვირთვის საშიშროებას და შედეგად მაღალ სიკვდილიანობას.

საქართვრლოს საზღვრები კოვიდისთვის აბსოლიტურად „ღიაა“ განსაკუთრებით ახალი ვარიენტის შემოსასვლელად, რადგან საქართველოში შემომსვლელებს, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, არ ვთხოვთ პსრ ტესტს (ორჯერ/სრულად აცრილებმაც შეიძლება შემოიტანოს SARS-CoV-2 რომელიმე ვარიანტი). შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი ორშაბათიდან შეცვალეს საზღვრის გადაქვეთის პროცედურა. საქართველო სასტრაფოდ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი:

ყველა შემოსული ადამიანი საზღვარზე უნდა წარადგინოს:

პსრ უარყოფითი ტესტის პასუხი გაფრენიდან 72 საათით ადრე.

საქართველიში კი მე-4 და მე-7 დღეს უნდა გააკეთოდ პსრ ტესტი.

უკვე აცრილებს, განსაკუთრებით, ინაქტივირებული (სინოფარმი/სინოვაკი) და ვექტორული (ასტრაზენეკა) ვაქცინებით აცრილებს ზოგადად; ფაიზერებით აცრილებს (მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ) და კოვიდგადატანილებს:

აქამდეც გირჩევდით და ეხლაც – დროულად გაიკეთეთ ბუსტერები (მე-3 დოზა), გთხოვთ. ან თუ გადატანის გამო არ იცრებით – აიცერითომიკრონის ძალიან ფართო გავრცელებისას ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, დიდი ალბათობით.

მესამე დოზას/ბუსტერს მე ყველა შემთხვევაში მ-რნმ ვაქცინით (ფაიზერი ან მოდერნა) გავიკეთებდი. ცხადია, ისეთი იშვიათი გამონაკლისები არ იგულისხმება, როცა იგივე ვაქცინის გაკეთება აღარაა რეკომენდირებული, მაგალითად, კონკრეტულ ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქცია და სხვა.

თუ ფაიზერით არის ადამიანი აცრილი, ბუსტერის სახით სტანდარტულად კეთდება ერთი დამატებითი დოზა.

საქართველოში თუ აცრილი ხართ სხვა ვაქცინით და ფაიზერით იბუსტებით, სტანდარტულად აკეთებენ ერთ დოზას. თუმცა, თუ, მაგალითად, მოგზაურობისთვის ორჯერადად ფაიზერით აცრა გჭირდებათ – აკეთებთ შესაბამის მოთხოვნას და ცრიან ორჯერ – 21 დღის ინტერვალით. ამისთვის რომელიმე იმ ქვეყანაში გასაფრენი ბილეთის ჯავშანი უნდა წარადგინოთ (მაგალითად საფრანგეთი), სადაც მხოლოდ ფაიზერით აცრილებს უშვებენ. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის თარიღი ისე იყის, რომ ბოლო, ანუ მეორედ აცრიდან 2 კვირა იყოს გასული,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page