top of page

კარგი ამბავი! – პირველად საქართველოში, უწყვეტი სამედიცინო განათლების „კრედიტ ქულები“ შეიქმნა

10/06/2021

პირველად საქართველოშ, 2021 წლის 10 ივნისიდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, მიუკერძოებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) კრედიტ ქულების სისტემა,- ამის შესახებ ინფორმაციას პროფესორი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთიდან ავრცელებს.

მისი განცხადებით, ASF ხელს შეუწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო ტრეინინგის, სემინარის, კონფერენციის, ვორქშოფის და ა.შ დაგეგმვას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულების მინიჭებას.

„ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”Accréditation Sans Frontières (ASF) –ის ერთ-ერთი რგოლი წარმოდგენილია უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტით, (Continuous Medical Education Committee (CMEC) რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობა.

ASF ხელს შეუწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო ტრეინინგის, სემინარის, კონფერენციის, ვორქშოფის და ა.შ დაგეგმვას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულების მინიჭებას.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ტრენერების, სპიკერების და ზოგადად სამედიცინო აქტივობების ორგანიზატორებისთვის, ასევე მათთვის ვინც დაინტერესებულია იყოს აქტიური მსმენელი და მოიპოვოს ACFCME-ს ქულები.

ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.accreditation.ge/cme

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით Email: cme@accreditation.ge,- აღნიშნავს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



5 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page