top of page

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა...

24/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“, სადაც დღეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადასთან’’ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.

„კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა. 31 დეკემბრამდე უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული და თვითშეფასების ეტაპი უნდა იყოს გავლილი. აკრედიტაციის შემდეგ კლინიკებში გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება. გაიზრდება ექიმების კვალიფიკაცია“, - განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზაქანიძემ.

„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.

„ეს არ არის იოლი პროცესი, რადგან ხარისხი რთული გადასალახია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.


სახელმწიფოსგან მზაობა და ხელშეწყობა უკვე არის. ახლა ჯერი კლინიკებზეა. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ მაგალითია იმისა, რომ კლინიკას სურს უფრო მეტად დაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულფასოვნად უპასუხოს იმ გამოწვევას, რაც სახელმწიფო სტანდარტებით იქნება გათვალისწინებული“,- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.


„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მედცენტრი. მოხარულები ვართ, რომ აქ იმყოფება აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო დირექტორი და ევროპის ხელმძღვანელი“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



31 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page