29/07/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.
მისივე თქმით, ფაიზერის მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო. დაბალეფექტური ვაქცინების (ჩინურები, რუსულები და ბრიტანულიც) შემთხვევაში ბუსტერის არშეათავაზებადანაშაულია.
„ისრაელის ვაქცინაციის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ასაკოვან მოსახლეობას შესთავაზონ მესამე ბუსტერული დოზა.
60 წლის ასაკის ზემოთ სერიოზული დაავადებისგან დაცვის ეფექტი შემცირებულია 97% დან 81% მდე.
წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ადრეულ პერიოდში (იანვარი) აცრილი პირების დაცვის ეფექტი ფაზიერის ვაქცინაზე შემცირებულია 16%-მდე.
და კიდევ ერთი კომენტარი “ვაი ექსპერტებს” – ვაქცინაცია არ არის ერთადერთი! ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება სამედიცინო პირბადესთან და დისტანციასთან ერთადამ პანდემიის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ სამივე კომპონენტი არის ერთდროულად ამოქმედებული: 1. სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან და ყოველთვის + 2. ხალხმრავალი ადგილდებისთვის თავის არიდება და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა + 3. ეფექტური ვაქცინაცია (2 დოზა ფაიზერი ან დაბალ ეფექტური ვაქცინები+1 დოზა ფაიზერის ბუსტერი),“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/komentari-vai-eqspertebs-giorgi-fkhakadzis-mimartva-da-rekomendatsia/
Comments