მართლა სასიხარულო ამბავია, ბრიტანეთში ჩატარებული პირველი კვლევა გვაქვს! – გიორგი ფხაკაძე
23/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევებზე დაყრდნობით სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
„მართლა სასიხარულო ამბავია, გვაქვს პირველი კვლევა ჩატარებული ბრიტანეთში, კოვიდის ინდურ მუტაციაზე ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა:
ფაიზერი – 1 დოზა 33.5%, 2 დოზა 87.9%; ასტრაზენეკა – 1 დოზა 33.2%, 2 დოზა 59.8% ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! კარგი იქნებოდა, რომ სხვა ვაქცინების მწარმოებლებმა იზრუნონ და ანალოგიური დამოუკიდებელი და მაღალი დონის კვლევები დადონ“, – წერს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil