15/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„მაპატიეთ, კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს“. ამის შესახებ პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!
„ახლახან შემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!
მე არ ვარ დემოკრატიის და არჩევნების არსის წინააღმდეგი, მაგრამ საქართველოში ახლა რაც ხდება, დანაშაულია! ეს არჩევნები არის გენოციდი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
ბევრი პოლიტიკური პარტია აწყობილია საარჩევნო ციკლზე და მეტი არაფერი აინტერესებთ, საკუთარი მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ. არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. პატარა საქართველოში 50 საარჩევნო სუბიექტია. რა საჭიროა?! ყველას პირველობა უნდა და ეს არის ის, რაც გვღუპავს“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
მისივე თქმით, დაახლოებით თვენახევრის უკან გვაფრთხილდება, – აგვისტოს შუა რიცხვებში 50-ზე მეტი გარდაცვლილი და 5 000-ზე მეტი ინფიცირბული იქნებოდა და არავინ გაითვალისწინა.
„დაახლოებით თვენახევრის უკან გაფრთხილდებდით, – აგვისტოს შუა რიცხვებში 50-ზე მეტი გარდაცვლილი და 5 000-ზე მეტი ინფიცირბული იქნებოდა, არავინ გაითვალისწინა, – არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, არც ექსპერტებმა, არც ბიზნესებმა, არც მოსახლეობამ. იმიტომ გეუბნებოდით, – მომზადებულიყავით.
ახლა შემოღებული ვითომ შეზღუდვები აბსურდია თეატრია. დღეს ტელევიზიებს ვუყურე, გადავირიე. წინასაარჩევნოდ აკეთებენ მასობრივ შეკრებებს, რაც არ შეიძლება მარტივი მიზეზის გამო, ვუხანურ ვირუსთან შედარებით დელტა შტამი 1260-ჯერ უფრო ძლიერია (ანტისხეულების თავლსაზრისით). ეს ნიშნავს, რომ ვუხანური ვირუსი გარშემო 1-2 ადამიანს თუ აინფიცირებდა, დელტა შტამი იმავე პერიმეტრზე – 6-7-ს.
მეტრო უნდა დაეკეტათ, როგორც ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. უნდა დაემატებინათ ბევრი ავტობუსი, რომ თითოეულში ცოტა ადმიანი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ეფექტური მმართველობა.
ახლანდელმა პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინა როცა შემოიტანეს, შევაქე, რადგან კარგი საქმე გაკეთდა. შეზღუდვებიც რომ გამოაცხადეს, გამიხარდა, მაგრამ როგორი?! ეს შეზღუდვები არაეფექტურია!
სამწუხაროდ, ჩვენ მივედით ისეთ ციფრებამდე, რომ პრაქტიკულად ქვეყანას სჭირდება ტოტალური ლოკდაუნი. არ მიხარია, წინააღმდეგი ვიყავი ჩაკეტვის, რადგან წინა სამი ჩაკეტვით ვერაფერი ისწავლეს, მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიაზე“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments