27/03/2021
„მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია: ძალიან ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა მზადყოფნა და ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა აკრედიტაციის პროცესში“,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
რგოროც გიორგი ფხაკაძე ამბობს, კლინიკების შეფასება სპეციალურ ვებ-გვერდზე ინება შესაძლებელი.
„ერთობლივი ძალებით დავიწყეთ ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ვერავინ გააკეთა
ყველაფერი კეთდება უანგაროდ, ყველა მეხმარება სულით და გულით. ყველაზე დიდი დახმარება იქნება, თუ შეაფასებთ იმ საავადმყოფოებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, accreditation-ge.
განაცხადი შემოიტანეს: ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, ორმა პოლიკლინიკამ და ერთმა სააავადმყოფომ.
აკრედიტაცია არ ნიშნავს, რომ ვინმე დაჩაგრო და გააკოტრო. აკრედიტაცია ნიშნავს – გააუმჯობესო ხარისხი და სწორი მიმართულებით განვითარდნენ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოვიდა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments