top of page

მე მგონი, ჩემს გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს – რა ინფორმაციას ავრცელებს

04/09/2021

არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემს გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.


– ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს. ფხაკაძე გვირჩევს შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას და გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე.


არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემს გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.ფაქტები:


კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვალიდან-1 მაისამდე. დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს. დასკვნა: ჩინური ვაქცინა არის ეფექტური ვუჰანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%.


დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელის და ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.

იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?! გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა “კარგი”? – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page