top of page

მსოფლიომ ისწავლა როგორ მართოს ეპიდემია -ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება / ცესკოს თავმჯდომარემ...

21/07/2020

ჯანმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამყარო პანდემიასთან მარცხდება და დიდ ქვეყნებს ვაქცინების სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს. საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მარტივდება – როგორია ეპიდვითარება მსოფლიოში და რა მოლოდინები საქართველოში – “კვირის თემის” სტუმარია გიორგი ფხაკაძე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი


ცესკოს თავმჯდომარე გადადგა – განახლებული საარჩევნო კოდექსის ფონზე, რა მთავარი გამოწვევებია წინასაარჩევნოდ? – კვირის მთავარ თემას “ფორტუნას” ეთერში განიხილავს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიის COS” თავმჯდომარე

უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება: გიორგი ფხაკაძე


მსოფლიომ ისწავლა როგორ მართოს ეპიდემია. ახლა ბევრი რამ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ და რა უნდა გავაკეთოთ და არა. ვვარაუდობ, რომ უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და გადაცემაში “კვირის თემა” მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.


“სამწუხაროდ, ამ ბიოლოგიურ ომში პრაქტიკულად, იგებენ მდიდარი ქვეყნები, რომლებიც თავიდან დაბნეულები იყვნენ,მაგრამ ახლა მთლიან ხდება ყველანაირი რესურსის მობილიზება.


ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეპიდემია არის კონტროლის ქვეშ. არის რაღაც აფეთქებები, მაგრამ ზოგადად, კონტროლის ქვეშ არის და ალბათ, უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება და ახალ წელს ევროპა შეხვდება საკმაოდ კარგად, უფრო უსაფრთხოდ და დაცულად.” – განაცხადა ფხაკაძემ რადიო “ფორტუნას ეთერში.



“ფაიზერით” ავიცერი, ნიახური არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე, ეს არის საუკეთესო ვაქცინა დედამიწაზე




2 წლიდან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ პირბადეები: ფხაკაძე

წამყვანის შეკითხვაზე, როგორია დელტა შტამის გავრცელება ბავშვებში და რას გვიჩვენებს უკვე არსებული კლინიკური მონაცემები – ფახაკაძე პასუხობს, რომ ე.წ. ინდური შტამი აგრესიული გავრცელებით ხასიათდება და ვირუსისგან თავდაცვის უალტერნატივო საშუალებად კვლავ პირბადე რჩება.

“როდესაც ინდოეთში აფეთქება დაიწყო, ჩვეულებრივი კოვიდი ეგონათ. პირველი განგაში კი წამოვიდა ბავშვთა საავადმყოფოებიდან, ინდოეთში პედიატრიული განყოფილებები გადაიტვირთა ძალიან მოკლე დროში. აფეთქება დაიწყო ბავშვებიდან.

ეს არის ზუსტად განსხვავება. დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს.

სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს არც პირბადე უნდათ და არც არაფერი. ჩემი მეგობრებისადმი არის შემდეგი სახის რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა, 2 წლიდან ბავშვებმა უნდა გამოიყენონ პირბადეები.

პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს, ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული და ვისაც არ აქვს. ვინც გადაიტანა და ვინც არ გადაიტანა.


ერთადერთი გამოსავალი არის ეს მაგიური საშუალება, რასაც ჰქვია სამედიცინო პირბადე”



“ეს არ არის ვაქცინაცია, ეს არის ვაქცინაციის ილუზია”


ვაღიაროთ, რომ საქართველოში არ არის ვაქცინაცია, ეს არის ვაქცინაციის ილუზია – როდესაც მილიონ და მილიონ ნახევარ ვაქცინაციას ჩამოიტანენ, მაშინ დაიწყება ვაქცინაციის კამპანია.


როდესაც ისრაელში მოიხსნა შეზღუდვები, ჩემს მეგობრებს როგორც მთავრობაში ისე, ვეუბნებოდი, რომ ნუ ჩქარობთ, მაგრამ იქ არჩევნები იყო და ძალინ სწრაფად გააკეთეს ვაქცინაცია, რაც ეფექტური იყო.

შემდეგ დაინახეს, რომ 100%-იანი დაცვა არცერთ ვაქცინას არ აქვს. ფაიზერს აქვს 98%-მდე დაცვა. ანუ 100 ადამიანიდან, ვინც აიცრა – 88 ადამიანი იქნება დაცული, დანარჩენი 12კი არის საშიში.

ერთადერთი გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.


სხვათაშორის, თქვენი დახმარებით, თქვენი მსმენელების დახმარებით, რა თქმა უნდა, მე წამოვიწყე ეს კამპანია, შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამედიცინო პირბადე ქვეყანაში ძალიან დაბალ ფასში და მაღალ ხარისხში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ბავშვების სამედიცინო პირბადეები – თქვენ გაიკეთეთ ერთი დოზა, ორი, ჩინური თუ ფაიზერი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, გთხოვთ, გაიკეთოთ პირბადე.

რა თქმა უნდა, როდესაც ხართ ტყეში არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ სადაც ხედავთ, რომ არის ხალხმრავლობა- დისტანცია კი 2 მეტრზე ნაკლები, ჩემი რჩევაა, დაიცავით თქვენი თავი. ეს არის ყველაზე კარგი ვაქცინა და წამალი.


სამედიცინო პირბადეზე უკეთესი არაფერი გვაქვს ჯერ-ჯერობით და მომავალში ვნახოთ,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილთან სტუმრობისას.






Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page