top of page

მსოფლიოში ჯერჯერობით კორონავირუსის სამკურნალო წამალი არ არსებობს, ვაქცინის მიღებას 18 თვე სჭირდება

16.04.2020 Rustavi2

გაეროს ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის წამალი მსოფლიოში არ არსებობს.

როგორც გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, ზოგადად, ვაქცინის შექმნა რთული და გრძელვადიანი პროცესია და მას დაახლოებით 18 თვე სჭირდება.

"ვაქცინების განვითარება - ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც ჩვენ მოქალაქეს შეიძლება წარმოედგინოს ტრილერებსა და კინოებში. ეს რთული პროცესია და ძალიან ხანგრძლივი. საშუალოდ, ვაქცინის პროცესი დაწყებიდან დამტკიცებამდე გრძელდება 12-18 თვე. ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია და აქედან გამომდინარე, საშუალოდ, ვაქცინის დამტკიცებას 18 თვე სჭირდება.

ის მოწოდებები, რომელიც ძალიან ბევრია ინტერნეტში და რომელსაც ვისმენთ ზოგჯერ მედიასაშუალებებიდან, ჩვენთვის ძალიან სასაცილო არის. არასერიოზულია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ერთ, ან ორ თვეში ჩვენ ვაქცინა გვექნება. ვაქცინის დამტკიცებას სჭირდება დრო - ჯერ ლაბორატორიული მუშაობა, მერე ცხოველებზე ექსპერიმენტები, შემდეგ ადამიანებზე გადამოწმება.

პირადად ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, მკურნალობის არცერთი პროცესი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული და არ გვაჩვენა ჩვენ 100-პროცენტიანი დადებითი შედეგი. არის ძალიან ბევრი კვლევები მსოფლიოს სხვადახვა ნაწილში, ძალიან ბევრი ლაბორატორიაა ჩართული, მაგრამ დღეს არ გვაქვს წამალი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ეს კონკრეტული წამალი არის კოვიდის სამკურნალო. ჯერჯერობით მსოფლიოში ჩვენ ეს წამალი არ გვაქვს," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/161577

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page