top of page

„მწვანე საშვი“ რაც შეიძლება, მალე უნდა დაინერგოს“-გიორგი ფხაკაძე

12/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ყველაფერი იქნება კარგად. დღევანდელი გადაწყვეტილებების შედეგს 3-4 კვირაში დავინახავთ. ლოკდაუნი რომ გაეკეთებინათ, შედეგი იქნებოდა 2 კვირაში, მაგრამ რაც არის, არის, მაინც კარგი გადაწყვეტილებაა.“ მისი თქით, მთავარია, რომ ქვეყანას აღარ კეტავენ, რაც სწორია. ვერც ეკონომიკა და ვერც ხალხის მენტალობა ამას ვერ გაუძლებდა. „ყველაზე მეტად რაშიც ვეთანხმები, ეს არის „მწვანე საშვი“ და ის რაც შეიძლება, მალე უნდა დაინერგოს. სამედიცინო პირბადეებზე უფრო მკაცრი რეგულაციები უკეთესი იქნებოდა. სწავლის დაწყებს თარიღის გადატანაზე მაინც თავი შეიკავეს, არჩევნების გამო. უკეთესი იქნებოდა, ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის გადაედოთ სწავლა. და კიდევ ერთი, რაც ვერ გაბედეს, ეს არის ბავშვების ვაქცინაცია 12 წლიდან „ფაიზერით“. სწორია, – ყველა ფეხმძიმე და მეძუძური უნდა აიცრან, რა თქმა უნდა, ფაიზერით. მე ვფიქრობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე – დაბალფასიანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეები ქვეყანაში არის, ფაიზერი არის, დღეში 25 000-,დე იცრება და პანდემიის პროცესის მართვაზე დღეს სწორი გადაწყვეტულებები მიიღეს. ვფიქრობ, ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოწურულია. ჩემი ლაივების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. რასაც გიზიარებდით, მოვუწოდებდი, ვუჩიჩინებდი, მე მგონი, გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. მე ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, რაც ერთ ადამიანს შემეძლო, გამეკეთებინა, დანარჩენი თქვენზეა. ყველაფერი შესაძლებელია. როცა რაღაცის გულწრფელად გჯერა და ამ რაღაცისთვის ყველაფერს აკეთებ არა ანგარებით, არამედ გულით. გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას! ყველაფერი კარგად იქნება!“ -

წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო: „შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.


MD, MPH, PhD




4 views0 comments

Commenti


Post: Blog2_Post
bottom of page