top of page

ნოემბერში გვექნება ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ახლა პიკის დასაწყისი გვაქვს: გიორგი ფხაკაძე

Updated: Apr 26, 2023

19/10/2021

“კორონავირუსს უნდა ვებრძოლოთ საღი გონებით, პანიკა არც ერთ შემთხვევაში არაა კარგი”, – აცხადებს გა­ე­როს გე­ნე­რალუ­რი მდივ­ნის მრჩე­ველ­ი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ.

„ტვ პირველთან“ საუბრისას ექიმი და ეპიდემიოლოგი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, კარანტინის არგამოცხადებასთან დაკავშირებით, აფასებს.

„ბევრი ქვეყანა მიხვდა, რომ ლოკდაუნი საჭირო არაა, თუ შენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია.

ლოკდაუნი იქნება თუ არა, მე არ ვარ არც პოლიტიკოსი და არც ეკონომიკის ექსპერტი. თუ თქვენ გაქვთ რეანიმაციური საწოლების დიდი მარაგი და რაც მთავარია ადამიანური რესურსები, რა თქმა უნდა, ქვეყანა არ უნდა ჩაიკეტოს. თუ ქვეყანაში არის 1000 რეანიმაციური საწოლი, კი ბატონო, ქვეყანა არ დაიკეტება.


თუ თქვენ გეყოლებათ 2000 პაციენტი და გაქვთ 1000 საწოლი, ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა დადგება. ღიად უნდა ვთქვათ, რამდენი რამდენი რეანიმაციური სასწორია ქვეყანაში. ამის მიხვედვით უნდა ვიფიქროთ, ქვეყანა დაიხურება თუ არა. ზოგი ამბობს, ფხაკაძე კაკულია და ნოსტრადამუსიაო. არც ერთი არ ვარ. მეცნიერებას უყვარს ციფრები და ეს ციფრები ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ ბოლომდე არ დადო. ღიად უნდა დაიდოს ყველა ინფორმაცია. როცა ეს ინფორმაცია გვექნება, მაშინ მოქალაქეებიც კი მიხვდებიან, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს თუ არა“, – აცხადებს საუბარში.

მისი თქმით, პირბადეს სწორად არავინ ხმარობს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პირბადეები უნდა გვეკეთოს როგორც შენობებში, ისე ქუჩაში და ვინც დაარღვევს ამ წესს, მათთვის ჯარიმა მაღალი უნდა იყოს. ხოლო ხელებს ერთი წამის განმავლობაში კი არ უნდა ვიბანდეთ, არამედ 20 წამი.

ექიმმა ასევე განმარტა, რომ მომატებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობას ვერაფრით ვერ განვიხილავთ, როგორც პიკს.

„მათემატიკური გათვლებით ოქტომბერში მსოფლიოში მეორე ტალღა უნდა ყოფილიყო, რაც ფაქტობრივად დაიწყო და არამარტო საქართველოში. ეს, რაც ახლა საქართველოში ხდება, პიკის დასაწყისია. ყველაზე მძიმე თვე იქნება ნოემბერი.

ის რაოდენობა, რაც ახლა გვაქვს, დაახლოებით ორ კვირაში თავის შედეგს „გამოიღებს“, ამიტომ აუცილებლად უნდა გავფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ექიმმა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page