top of page

პირველი, ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი საქართველოში

22/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობასთან ერთად, გთავაზობთ საქართველოში პირველ, „ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონ“-ს, რომელიც გამოქვეყნებულია პროფესორი გიორგი ფხაკაძის რედაქტორობით.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი

(GPHD) , წარმოადგენს სწრაფ,მარტივად გამოსაყენებელ სახელმძღვანელოს,რომელიც ქართულ ენაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში არსებული ტერმინოლოგიის და განმარტებების Open Access რესურსია.

აღნიშნული ლექსიკონის გამოცემის მიზანს წარმოადგენს სტუდენტების, დარგის სპეციალისტების და ზოგადად, სწავლის პროცესების გამარტივება და ეფექტურობა.

ლექსიკონის ძებნის სისტემა იყენებს ქართული და ინგლისური სიტყვების ინდექსირებას, შესაბამისად, ყველა ტერმინი თარგმნილი და ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომლებსაც თან ახლავს თითოეული ტერმინის დაწვრილებითი განმარტებები.

ლექსიკონის განახლება მოხდება წელიწადში ერთხელ. სარედაქციო ჯგუფი სათანამშრომლოდ იწვევს ყველა კვალიფიციურ კადრს რჩევებითა და კომენტარებით შეიტანონ წვლილი მომავალი ლექსიკონის გამოქვეყნების საქმეში.

დეტალური ინფორმაცია ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ მითითებულ ბმულზე: www.dtmu.ge/dictionary

გისურვებთ წარმატებებს და ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის სარედაქციო გუნდი მზად არის თანამშრომლობისთვის!


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





68 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page