top of page

პოლიტიკური ამბიცია მაქვს ნული, ვერცერთი პარტია ვერ გადამიბირებს… – გიორგი ფხაკაძე

19/07/2021

საქართველოში „დელტა“ შტამის გავრცელებას და მძიმე ეპიდემიურ ვითარებას ეხმიანება ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.

პროფესორი მიიჩნევს, რომ როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც იზრდება „დელტა“ შტამის ცირკულაცია. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანდ ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს.

გიორგი ფხაკაძის ცნობით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუმზადებელია და მალე, საქართველოში ისევ ლოქდაუნიგამოცხადდება.

„ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვა, იმიტომ, რომ მე მიყვარს სიმართლე… არ შემიძლია ტყუილი, თვალთმაქცობა… იცით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველამ ერთად?! ამ უნიათოების ჯინაზე ქვეყანა არ ჩავაკეტინოთ – გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე.


ყველაზე საიმედო საშუალება არის სამედიცინო პირბადე, საქართველოში კი ვიღაც-ვიღაცეები „გილიარდს“ ამდიდრებენ და უვარგისი „რემდესივირი“ ჩამოაქვთ… ის თავის დროზე ებოლას საწინააღმდეგოდ გამოიგონეს, არ გამოდგა და ახლა მარკეტინგული ხრიკებით ვითომ კოვიდის წამლად ასაღებენ.

არ ვერევი პოლიტიკაში, არ მაინტერესებს… ვერც ერთი პარტია ვერ გადამიბირებს…შანსი ნულია. არც ერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს იმაზე, რაზეც საჭიროა. მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ სათქმელს.

ავიღოთ თუნდაც ჯანდაცვის მინისტრი – ზოგჯერ კარგს აკეთებს, ზოგჯერ – ცუდს. ხან კარგ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ხან – ცუდს. ვაქებ და ვაკრიტიკებ შესაბამისად, როდის – როგორ. პრეზიდენტს თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ შემდეგ პანდემიის პროცესში ყველაზე სწორად მოიქცა.

რაც შეეხება მიტინგების ფორმით პროტესტს, იმიტინგეთ, მაგრამ 2 მეტრიანი დისტანციით და პირბადით. წინააღმდეგ შემთხვევაში მიტინგების წინააღმდეგი ვარ…ეს ვირუსის გავრცელების კერაა. პოლიციელებზეც მინდა ვთქვა… ისინი იცავენ წესრიგს, ინფიცირდებიან მიტინგებზე, მიაქვთ ოჯახებში ვირუსი. მათზეც იფიქრეთ.

პოლიტიკური ამბიცია მაქვს ნული – არც პრეზიდენტობა მინდა, არც მინისტრობა, არც პოლიტიკური პარტია, არაფერი… ვასწავლი არაერთ უნივერსიტეტში, საქართველოში და საზღვარგარეთ, ვარ მრჩეველი არაერთ კომიტეტში და ვარ ბედნიერი. ამდენ რჩევას სხვა ქვეყნებს რომ ვაძლევდე, ჰონორარით სამ პორშეს ვიყიდდი, საქართველოში კი მხოლოდ ლანძღვით მიხდიან…არა უშავს…მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და სიყვარულით ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ…მლანძღონ, ოღონდ გადავრჩეთ…

ვერც ეკონომიკა, ვერც ჯანდაცვა, ვერც სამედიცინო პერსონალი და მთლიანობაში ვერც ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას…ყველას ჯინაზე პროტესტის ნიშნად გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე… ასევე სხვებსაც მოუწოდეთ, გამოიყენონ პირბადე.

გააკეთეთ რუსთაველზე მიტინგი, კარგი…მერე?! ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი იქნება ის, რომ ყველანი დემონსტრაციულად გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე უნიათობის ჯინაზე. გავაკეთოთ ჩვენი მოძრაობა – ვატაროთ ფხაკაძის პირბადე.

კომპანიებს, სააფთიაქო ქსელებს კი მოგიწოდებთ, გთხოვთ, დაუწიეთ ფასი, გაყიდეთ სამედიცინო პირბადე 10 თეთრად – სხვა რამეზე იშოვეთ ფული. ხომ შეიძლება, ერთი პროდუქტი იყოს, როგორც სოციალური პროექტი…გთხოვთ…დავეხმაროთ ერთმანეთს… თუ ამას გააკეთებთ, გპირდებით, უამრავ უფასო რეკლამას გაგიკეთებთ…

ყველაფერი შესაძლებელია. დღეიდან ყველამ ვატაროთ სამედიცინო პირბადე. შევაჩეროთ ეს ვირუსი. მიყვარხართ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება!

ფხაკაძე ყველა კერძო კომპანიას მოუწოდებს დაწიონ ფასები პირბადეებზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page