top of page

პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტები - 563 მედიკამენტი...

23/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი


ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგულირების სააგენტომ, 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა.

„ჩვენ, კანონით მინიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენეთ და სხვადასხვა მედიკამენტის რეგისტრაციას, პროაქტიულად, კომპანიის მომართვის გარეშეც ვახორციელებთ. ფარმაცევტულ კომპანიებს, შეუძლიათ, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანონ ქვეყანაში ეს წამლები.


იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კომპანია, ანალოგ და შესაძლოა, უფრო შეღავათიანი ღირებულების წამლებს მიზანმიმართულად არ არეგისტრირებს, ან კონკურენციის გამო, რეგისტრაციას აუქმებს, რათა სხვას არ შემოეტანა პრეპარატი. ამ მექანიზმით კი, ეს რისკიც დაზღვეულია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგულირების სააგენტომ, 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა. აღნიშნული ხელს უწყობს ფარმაცევტულ კომპანიებს წამლები ქვეყანაში გამარტივებული წესით შემოიტანონ. პროაქტიული წესით, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო ამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.

პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/…/regulirebis-saagentom%2C-563…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze


82 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page