top of page

პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია

16/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

21 ნოემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და იმუნიზაციის და ვაქცინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორი გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია: „ვაქცინები, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი - კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და სოციალური საკითხები საქართველოში“.

ლექციაზე განხილულ იქნა ვაქცინაციის მნიშვნელობა; იმუნიზაციის სამედიცინო, ეპიდემიოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები და ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები, მაგალითად, ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობები და სამედიცინო საზოგადოების როლი ამ წინააღმდეგობის დაძლევაში. ლექცია მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში; პროფესორმა ფხაკაძემ უპასუხა აუდიტორიის კონკრეტულ შეკითხვებსაც.

გიორგი ფხაკაძე, MD, PhD, MPH, გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი. ის ასევე არის გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ფხაკაძე ახლახანს არჩეულ იქნა ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრად.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Next


7 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page