09/03/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.
ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა…
ზოგი კვლევით, ყველა პაციენტის 10% არის…
საქართველოში დაახილოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები. ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
ნახეთ კიდევ:
საქართველოში, კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება, 500 კოვიდგადატანილ პაციენტს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდებიან. ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.
კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.
კვლევამ რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოს. – რამდენ პაციენტს აღმოაჩნდება პოსტკოვიდური სინდრომი, რა კვალს ტოვებს ინფექცია ადამიანის ორგანიზმზე, რამდენია გართულებების პროცენტული მაჩვენებელი და ასაკობრივი ზღვარი.
„კოვიდ-19“ მხოლოდ ფილტვების ინფექცია არ არის. ვირუსი აზიანებს თავის ტვინს. ხშირია ქრონიკული დავადებების და შინაგანი ორგანოების გართულების ფაქტები. არის გარდაცვალების შემთხვევებიც. პრობლემები გამოჯანმრთელებიდან 2-3 თვეში ვლინდება.
„ეს კვლევა, სავარაუდოდ, 3-4 თვე გასტანს. ეს იქნება სრულფასოვანი კვლევა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი. გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. შეიძლება, პროცესში ეს თანხა შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება. ახლა ასეა – პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულის ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მძიმე პაციენტების 10-15% -ს გამოჯანმრთელების შემდეგ გართულებები ეწყებათ.
გაეროში ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონაგადატანილი პაციენტების კვლევის მომხრეა, მაგრამ პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ საუბრობს.
„ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა…
იტალიაში ჩატარებული ბოლო კვლევით, კორონავირუსმა 30%-მდე ადამიანებს მენტალური პრობლემა დაუტოვა.
საუბარია იმაზე, რომ ადამიანები, ვინც ვირუსი გადაიტანა მძიმედ ან მსუბუქ ფორმებში. მაგრამ სიმპტომურად, ვინც საავადმყოფოში მოხვდა ან სახლში მკურნალობდა, ამ პაციენთების 30%-ს დაუტოვა პოსტ-ტრავმატული სტრესი, ანუ 30%-ს მენტალური პრობლემა დაუტოვა, აქ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ მენტალურად კარგად ვერ არის ადამიანი, ანუ მარტო ეს მენტალობა არის 30%.
საქართველოში ვირუსი გადაიტანა დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა. ჩემი ანალიტიკის საფუძველძე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რეფერენსი, პროფესორი გიორგი ფხაკაძის პირადი დასკვნა არის ასეთი, -ალბათ, 30%-მდე (ბავშვების ჩათვლით) ამ ადამიანებში შესაძლებელია არის დარჩენილი რაღაც მოვლენები. ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.
ყველა ასაკის ადამიანს, ვირუსიერთნაირად ხვდება. პოსტკოვიდური გართულებები ყველასთვის ერთია,
20%-დან 30%-მდე ადამიანებს სჭირთ პოსტკოვიდური სინდრომი“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. კორონაგადატანილი პაციენტების კვლევა 9 მარტს ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე დაიწყება. თბილისში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომელთაც კოვიდი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს, რეაბილიტაციას ბორჯომში და აბასთუმანში გაივლიან.“
5 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 022 ტესტი ჩატარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 262-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Bình luận