top of page

რეალური სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო დიდია, ვიდრე ამას “ოფიციალური” წყაროები იუწყებიან…

20/07/2021

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2616 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 26 პაციენტი. მათ შორის ერთი ჩვილია.


ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის შესახებ წერს და აცხადებს, რომ სიკვდილობის მაჩვენებელია უფრო მეტია, ვიდრე ამას „ოფიციალური“ წყაროები ასახელებენ.


რეალური სიკვდილობის მაჩვენებელი არის უფრო დიდი, ვიდრე ამას “ოფიციალური” წყაროები იუწყებიან…

მარტო ინდოეთში, 400,000 ნაცვლად (ოფიცისლური სტატისტიკა) დაახლოებით 5,000,000 ადამიანი ისხვერპლა კოვიდმა

კანადაში ოფიციალურად 26,230 გარდაიცვალა და ახალი კვლევებით გაორმაგრბულ ციფრზე საუბრობენ 53,000.

კიდევ 2021 წლის მაისში მე გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრება რომ რეალური სიკვდილიანობა უფრო მაღალია ვინდრე ეს “ოფიციალურად” არის.

საქართველოში რეალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს “საბჭოთა” სტატისტიკა …

რეალურად, საქართველოში კოვიდ-19-მა უფრო ბევრი ადამიანი ისხვერპლა ვიდრე “საბჯოთა” სტატისტიკა გვაძლევს

ფაქტია, რომ ეს ციფრი მინიმუმ 2-ზე უნდა გავამრავლოთ და იმედია 10-ზე გამრავლებსმდე არ არის საქმე მისული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა დაგვარწმუნოს (წყაროებით /მეთოდოლოგიით) რომ ეს ასე არ არის. საბჭოთა მიდგომემ “ჩვენ ყველაფერი ვიცით” უქვე აღარ ჭრის …

სიმართლე უნდა იყოს ჩვენი იარაღი, რომ დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page