top of page

რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის

14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.


მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:


„2024 წლის 1-ლი იანვრიდან იზღუდება არასაქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც სხვადასხვა რეპროდუქციული მეთოდებით, ინ ვიტრო განაყოფიერება-სუროგაცია, ასევე ყველა ამ პროცესთან დაკავშირებული, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებს მივმართავთ და ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების, როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ასევე სუროგაციას.

კანონპროექტი პარლამენტს გაეგზავნება მიმდინარე კვირაში...“

მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები.

გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ არსებობდა მიდევნების საშუალება სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ხდება ყველა შესაძლო დანაშაულის გადაზღვევა, რაც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოიცავს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხზე რეკლამის აკრძალვასაც.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდა მნიშვნელოვანია მოხდეს დროულად, რადგან ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე ვერცერთი რეფორმა ვერ იქნება ეფექტური, თუ არ გვექნება მათი აღსრულების ოპერატიული მექანიზმები.


როგორც სამინისტროში განმარტავენ, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.


12 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს“ და უკავშირდება ქვეყნის იმიჯსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.


ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page