30/10/2021
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ სახალისო ამაბვს აქვეყნებს.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტი წერს, ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინა ბავშვებში 5 წლიდან, როგორც გადაუდებელი გამოყენების ვაქცინა.
„როგორც ვამბობდი, ფაიზერის ვაქცინა არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში,
ამ წუთას (არ მაცადეს, რა ახლა გამოვფრინდი პარიზში) ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინა ბავშვებში 5 წლიდან, როგორც გადაუდებელი გამოყენების ვაქცინა (16 წლიდან უკვე ჩვეულებრივი, სრული ავტორიზაცია აქვს ანუ ყვავილის, ჰეპატიტის და გრიპის ვაქცინის ტოლფასია, მოკლედ რომ ვთქვათ, ჯიგარი ვაქცინაა და საკმაოდ კარგად გამომცხვარი იმერული ხაჯაპურივითაა),
ხვალიდან ამერიკაში და იმ კვირიდან ევროპაში ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება და ამ დროს საქართველოში პენსიონრები ვერ ავცერით,
ყველა არგუმენტი, თუ რომელი ვაქცინაა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მსოფლიოში, დღესდღეობით ნათელია. ეს არის – ფაიზერის კოვიდ ვაქცინა,
აიცერით ფაიზერის ვაქცინით, გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია,
ჯანმრთელობას გისურვებთ. ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentários