28/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს: COVID ხანგრძლივ ზიანს აყენებს მამაკაცის რეპროდუქციულ ტრაქტს.
„მამაკაცები, რომლებიც ინფიცირებულნი არიან თუნდაც მსუბუქი COVID შემთხვევებით, განიცდიან სპერმის ხარისხის ხანგრძლივ დაქვეითებას“ - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძე ამის შესახებ წლების წინ აფრთხილებდა მოსახლეობას.
„გაფრთხილებდით? გაფრთხილებდით! როცა მე გაფრთხილებდით, ხუმრობდით,
და ვინ აღმოჩნდა მართალი?!
COVID ხანგრძლივ ზიანს აყენებს მამაკაცის რეპროდუქციულ ტრაქტს,
ეს არის ფაქტი“ - წერს გიორგი ფხაკაძე.
Men experience a long-term drop in semen quality after COVID infection – even if the infection was mild
Men recently infected with #COVID19 have decreased #sperm counts for more than 3 months following even mild #SARSCoV2 infections, and the sperm they produce is less able to swim, according to new findings presented at the annual meeting of the European Society of Human Reproduction and Embryology (ESHRE) in #Denmark. Men produce new sperm every 2 or 3 months, and the findings are based on semen analyses taken after 100 days, suggesting #COVID does long-term damage to the male #reproductive tract.
https://lnkd.in/eQZQ9dd9 https://www.earth.com/…/men-infected-with-even-mild-covid…/ https://www.cidrap.umn.edu/…/study-sperm-counts-decline… https://kdhnews.com/…/article_925e5ab0-d4ea-56dc-b877… https://www.techexplorist.com/covid-infection-semen…/63012/ https://www.walesonline.co.uk/…/covid-reduces-quality-mens… https://medicalxpress.com/…/2023-06-men-long-term-semen… კვლევაში 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, ესპანეთის ექვსი რეპროდუქციული კლინიკიდან 45 მამაკაცი მონაწილეობდა.
კვლევის ყველა მონაწილე მსუბუქად მიმდინარე COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი ნიმუშებიდან კი აღმოჩნდა, რომ მათი სპერმის უჯრედები ნაკლებად აქტიური იყო.
ასევე, დადგინდა, რომ სპერმის ხარისხი ინფექციიდან 100 დღის შემდეგაც კი არ გაუმჯობესდა.
„ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს შეიძლება დასჭირდეს სპერმის ხარისხის აღდგენას და შესაძლოა, კოვიდმა მუდმივი ზიანი მიაყენა იმ მამაკაცებსაც კი, რომლებსაც COVID 19 მსუბუქი მიმდინარეობით ჰქონდათ“, – აღნიშნა UR International Group-ის სამეცნიერო მრჩეველმა, რომელიც მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments