top of page

„საავადმყოფოები იმართება, როგორც ბანკის ფილიალები“ – ფხაკაძე საქართველოს კლინიკებში არსებულ...

03/07/2021

„საქართველოში საავადმყოფოებში პაციენტს მართავენ არა ისე, როგორც პაციენტს სჭირდება. ექიმი და ექთანი კარგ ხელფასს უნდა იღებდეს. როცა საავადმყოფოები იმართება, როგორც ბანკის ფილიალები, შედეგი გვაქვს ის, რაც გვაქვს“ – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


„საქართველოში საავადმყოფოებში პაციენტს მართავენ არა ისე, როგორც პაციენტს სჭირდება, არამედ იმ კოდებით, რომელიც უფრო მომგებიანია. ექიმი პაციენტს უნდა მართავდეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ICD კოდით და არა ფინანსური კოდის მიხედვით, სად უფრო დიდი მოგებაა. როცა ექიმი პაციენტის მკურნალობაში გადაწყვეტილებას იღებს, ეს გადაწყვეტილება ფინანსებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ექიმი და ექთანი კარგ ხელფასს უნდა იღებდეს. როცა საავადმყოფოები იმართება, როგორც ბანკის ფილიალები, შედეგი გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს შესაცვლელია. ჩვენ კი რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. მივდივართ წინ, როგორც კრეისერი და არ მაინტერესებს, მარჯვნიდან და მარცხნიდან ვინ „მიყეფს“, ვინ მესვრის და ა.შ.“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page