20/10/2021
ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია. „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ, რომლითაც სულ სხვანაირ გიორგი ფხაკაძეს გაიცნობთ.
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
დღეს, თბილიში, საკუთარი სახლიდან მორიგი ჩართვა ჰქონდა გიორგი ფხაკაძეს და მან მამა პეტრე კოლხის წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც მის სახლში გაიმართა.
მისი თქმით, პრეზენტაციაზე იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
„წიგნის პრეზენტაციაზე მოვიდა ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ასევე იქ იყვნენ სხვა პოლიტიკოსებიც, რომელთაც სულ სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, თუმცა იცით ყველაზე ძალიან რა მომეწონა? ჩვენ იქ პოლიტიკაზე საერთოდ არ გვისაუბრია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/sad-da-ratom-shekhvda-giorgi-fkhakadze-natsionaluri-modzraobis-sakhes/
Comments