top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა

27/05/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეოჩართვებშიყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვიტარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ მთავარ მესიჯებს პირდაპირი ჩართვიდან:

„კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.

  • ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს… – გიორგი ფხაკაძე

ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page