24 ნოემბერი, 2021
„საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის ეს?! პასუხი: ეს არის გერმანული კომპანია ბიონტეკის (BioNTech) მიერ შემუშავებული და ამერიკული ფარმა გიგანტის, ფაიზერის (Pfizer) მიერ დამზადებული კოვიდ ვაქცინა. კომერციული სახელით “კომირნატი” COMIRNATY® (Tozinameran). მარტივად, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინა (Pfizer-BioNTech COMIRNATY® (Tozinameran) Covid-19 vaccine). შეგახსენებთ, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინის ვადა არის 9 თვე. ის უნდა იყოს შენახული -80 გრადუსზე ტრანსპორტირების დროს, ხოლო უშუალოდ მოხმარების დროს ის შეიძლება იქნას შენახული 2 – 8 გრადუსიან მაცივარში 31 დღემდე. გახსოვდეთ, სამედიცინო პირბადე რჩება თავდაცვის უალტერნატივო საშუალებად. აცრის შემდეგ მსინც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.
ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე
https://www.cdc.gov/…/pfizer/downloads/storage-summary.pdf https://www.fda.gov/…/fda-brief-fda-authorizes-longer… https://www.michigan.gov/…/Pfizer_Expiration_Extension…
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments