top of page

„სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა -როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი“

02/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს ვაქცინაციაზე, ელექტრონულ სისტემაზე, ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე.


„საქართველოში ხალხი აკეთებს თავის საქმეს, მედია აკეთებს თავის საქმეს და იმედია, ყველაფერი დალაგდება. მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა. როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი, – არ გვინდა ვაქცინა! მე კი ვთქვი, – ვინც ყველაზე მეტად ყვირის, რომ ვაქცინა არ უნდა, ახლა ყველაზე მეტს ისინი ყვირიან, – სად არის ვაქცინა?! მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი (ამ ქვეყნებში მთლად კარგად ვერ არის საქმე ამ კუთხით), ზოგს აქვს ჩინური ვაქცინა, ზოგს რუსული ვაქცინა და ა.შ. კუბაშიც გააკეთეს ორი ვაქცინა.


200-მდე ვაქცინა მუშავდება და რომელი გაამართლებს ბოლომდე, ჯერჯერობით ფინიშამდე არც ერთი არ არის მისული, ყველა ვაქცინა არის, როგორც სასწრაფო გადაუდებელი გამოყენებისთვის, არც ერთი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. ყველა ვაქცინა არის კლინიკური კვლევის ნაწილი. თუ გინდა, განახორციელო, კარგი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ვაქცინაცია დღევანდელ დღეს, ქვეყანაში, უნდა იყოს ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემა, უნდა იყოს ძალიან კარგი ელექტრონული სისტემა, სადაც შეგიძლია აღრიცხო ყველა პაციენტი (თუ რა უკუჩვენებებია და ა.შ.).


ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინა არის ფაიზერის ვაქცინა, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, არა უშავს, ძალიან კარგი არ არის. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა გამოჩნდა, ყველა ელოდებოდა და ძალიან კარგი ამბავია. როგორც უკვე ვთქვი, 2021 წელს ჩვებ გვექნება დაახლოებით 100 ვაქცინა, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. საქართველოში უნდა შამოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა, ვინაიდან, რომელი ვაქცინაც არ არის დამტკიცეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ არ გვაქვს ამის არც მატერიალური, არც ტექნიკური ბაზა, რომ ვაკონტროლოთ ამ ვაქცინების ტექნიკური პარამეტრები. პრაქტიკულად, ვაქცინები გახდა პოლიტიკური მომენტი.


დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეტევამ დაავადების ცენტრთან. ჩემი სათქმელი ვთქვი და გამგები გაიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება. სახელმწიფო მოხელე არის დაქირავებული მოქალაქეების მიერ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე არის ანგარიშვალდებული მოქალაქეეების წინაშე. საუბარი იყო ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული.


ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ფორმატი. ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, იქნება ელექტრონული, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ვაქცინირებული. ადრეც ვამბობდი, ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენთან ჩამოვა ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე კარგი, დატესტილი, ყველაზე ნავარჯიშები, გვეცოდინება ყველა ინფორმაცია. დადებითიც ხომ უნდა დავინახოთ. – ნუ ნერვიულობთ! ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, არ იაროთ ხალხმრავალ ადგილებში! გასასვლელი თუ გაქვთ 2-3 გაჩერება, წადით ფეხით, არ იმგზავროთ ამ დროს ტრანსპორტით!..“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



ნახეთ ვიდეო ☝️



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


4 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page