top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„საქართველოს მოსახლეობის 80%-მა გადაიტანა კოვიდი, არის ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რომელიც...

29 აპრილი, 2022

ჯორჯიან თაიმსიის გადაცემა”ჩაი” მაკა რაზმაძესთან ერთად სტუმარი აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„ფაიზერი“ როცა აკეთებს ვაქცინას თავის ქარხანაში, მაგალითად „მოდერნა“ იმ ქარვაქცხანაში ვერ გააკეთებს. ანუ, ეს არის კომერციული საიდუმლოების მომენტი. კომერციული საიდუმლოების მომენტის კუთხე, არანაირი შეთქმულების თეორია არ არის, – როგორ ამზადებენ ამ წამალს. დრო როცა გადის, 50 წლის შემდეგ უმას უკვე არანაირი კომერციული ვალიდურობა არა აქვს. შეფასების კუთხით, საბუთები გასაჯაროვდა, მე წავიკითხე და ვისაც არ ჯერა, საჯაროა საბუთები და თავად წაიკითხონ. თქვან, რა დევს იქ ისეთი, რაც არ იყო გაცხადებული.“

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებელი არის ბრიტანეთი, რომელსაც ძალიან კარგი სისტემა აქვს მოწყობილი და მეორე არის ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო.

„იქ ყველაფერი გაშიფრულია, – რა უკუჩვენები და გვერდითი მოვლენები აქვს.

დღევანდელ დღეს არის ორი ძლიერი ვაქცინა, რომელიც არაექსპერიმენტულია, სრულიად დამტკიცებულია – „მოდერნა“ და „ფაიზერი.“ „ფაიზერი“ არის ოდნავ უფრო სუსტი, „მოდერნა“ არის ოდნავ უფრო ძლიერი, რაღაც პროცენტებზეა საუბარი, აქვე მითითებულია, რომ „მოდერნას“ აქვს ოდნავ უფრო ბევრი გვერდითი მოვლენები. ეს ყველაფერი არის საჯარო.

ანტივაქსერები ჩვეულებრივ მანიპულაციას აკეთებენ. ხალხი არ კითხულობს არაფერს, ხალხი კითხულობს მარტო სათაურებს.

საქართველოში არის ძალიან ბევრი კარგი ექსპერტი. რატომ არ ვუსმენთ ჩვენ სპეციალისტებს?

ისევ ამბობენ, რომ ექსპერიმენტია. ადამიანს თუ არ უნდა, არ აიცრას, თუ უნდათ კოვიდი, შეხვდებათ, ახლა თუ არ შეხვდებათ, ივნის-ივლისში აუცილებლად შეხვდებათ. თუ არ გინდათ, რომ კოვიდი და პოსტკოვიდი, აიცერით! ეს არის პასუხი იმ ადამიანებისთვის, ვისაც კიდევ არ ჯერათ ვაქცინის.

არსად არ წასულა კოვიდი. საქართველოშიც არის კოვიდი. როდესაც ტესტირება არ კეთდება. პაციენტები შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და პისიარტესტს არ უკეთებენ.

ვინაიდან, საქართველოს მოსახლეობის 80%-მა გადაიტანა კოვიდი, არის ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გაქრება.

მსოფლიო დგას მეორე პრობლემის წინაშე: არააცრილი ადამიანები ასევე არიან პასუხისმგებლები, რომ აცრილი ადამიანები ინფიცირდებიან. აცრის მთელი კონცეფცია არის, რომ შენ აჩერებ გადადებას.

საქართველოში დაწყება ისევ ვირუსის აღმავალზე ასვლა იმიტომ, რომ არაფერს არ ვიცავთ, გვგონია, რომ კოვიდი დამთავრდა. ივნის-ივლისში ჩვენ ვიქნებით ისევ მძიმე მდგომარეობაში, ისევ იქნება პანიკა.“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page