01/02/2022
“ომიკრონის” სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება.
თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც “მწვანე პასპოტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საკითხს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.
“საქართველოში მეცნიერება, პროგრესი, საღი აზრი ჩაქრა…
ევროპაში იყო “ბნელი საუკუნეების პერიოდი”, საქართველოში დღეიდან ოფიციალურად დადგა ბნელი პერიოდი”, – წერს ფხაკაძე.
ამავე თემაზე წაიკითხავთ ვრცლად:
რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება
გამყრელიძე: ჩემი გადასახედიდან, ბიზნესებისთვის რეკომენდებულია “მწვანე პასპორტი” მოითხოვონ, ეს მათი გადასაწყვეტია
კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!
როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ “მწვანე პასპორტები” უაზრობა იყო… გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას: ხვიჩია
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments