top of page

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული

Updated: Aug 22, 2023

21/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.


მათივე ცნობით, აქტიურად აგრძელებენ დაკვირვებას „კოვიდ-19“-ის მოცირკულირე ვარიანტებსა და სხვა ვირუსების გავრცელებაზე.


„საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.


ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს „ომიკრონის“ ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების ან მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და სტანდარტული პროტოკოლებით იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


8 views0 comments

Opmerkingen


Post: Blog2_Post
bottom of page