top of page

საქართველოში, როცა რამეს უანგაროდ აკეთებ, არავის ჯერა – ვრცელი ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

12/05/2021

„რაც მე ბულინგი, დედის გინება, პირადი შეურაცხყოფა მაქვს გადატანილი!… ვერ ვხვდები, რა შუაშია დედის გინება, თან პირადში რომ გწერენ, საშინელებაა… რატომ აკეთებთ ამას?“… – გიორგი ფხაკაძე.


პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, „პრაიმტაიმს“ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:

პანდემიამ, უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ვერაგი ვირუსით, საფრანგეთში, რამდენიმე ჩემი მეგობარი გარდაიცვალა. ძალიან საზიზღარი ვირუსია, გართმევს, როგორც საუკეთესო ადამიანებს, ასევე მოძრაობის, შემოქმედების და თავისუფლების შეგრძნებას.

ამდენი ჩაკეტვები, პირბადეები, ეს ყველაფერი, არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. რადგან სტრესი, არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ მდგომარეობას აზიანებს. კორონავირუსი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა მსოფლიოში, წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა გადავლახოთ. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პრობლემების მოგვარების წელი!

ბავშვებთან დაკავშირებით რას გვეტყოდით, როდის დაიწყება ვაქცინაცია?

ჩატარდა კვლევები „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე, მაგრამ ამ დიდ ბძოლაში, პირველ ადგილზე, მაინც „ფაიზერის“ ვაქცინა რჩება, იმედია ახლო მომავალში, დანარჩენი ვაქცინების ვარგისიანობაც გამოჩნდება.


ინდოეთი ყველაზე პრობლემურ ქვეყნად რჩება, ყოველდღიურად ვხედავთ ქუჩაში გულწასულ ადამიანებს, რაც ადრე, ჩინეთში ხდებოდა – საინტერესოა, სხვა ქვეყნებში, თუნდაც საქართველოში, რატომ არ აღენიშნებოდა ადამიანების ასეთი რეაქციები?

ჩემი აზრით, კოვიდი, არაფერ შუაშია, შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს და დაეცეს. ეს ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია, ცუდად მყოფი ადამიანისგან. შეიძლება უბრალო ვირუსითაც კი გახდეს ცუდად, რა შუაშია კოვიდი. ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, მეტად რთული მდგომარეობაა, ვიდრე ინდოეთში. კატასტროფული მდგომარეობაა. მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები, ამ საკითხს მოაგვარებენ. და ეს იქნება, კარგად დალაგებული.

რამდენიმე ხნის წინ, „გრძელი კოვიდის“ შესახებ“ ისაუბრეთ – აგვიხსენით, რას ნიშნავს?

ეს, ახალი ვარიანტია. პირველადი მონაცემებით, პოსტკოვიდურ, ან „თეთრ კოვიდს“ ეძახიან. ადამიანი, რომელმაც გადაიტანა და დაამარცხა კოვიდი, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ნარჩენები დაუტოვა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სირთულეები ტვინის, ფილტვების, გულის.

სამწუხაროდ, „გრძელ კოვიდთან“ გვაქვს საქმე. დავინახეთ, რომ ბავშვებიც კი ავადდებიან. როცა „გრძელი კოვიდის“ სირთულეებზე ვსაუბრობთ, სიკვდილიანობა გაზრდილია. განსაკუთრებით, დიაბეტით დაავადებულების.

ავრცელებთ ინფორმაციას, რომ კოვიდგადატანილთა 59% -ს დიაბეტი უვითარდებათ…

აშშ -ის კვლევის შედეგად, რომელიც 70 000 ადამიანზე ჩატარდა, სამწუხაროდ, კოვიდგადატანილ ადამიანების 60% -ს, დიაბეტი დაუფიქსირდა. ეს ძალიან საგანგაშო რიცხვია. კვლევის შედეგად, იმ ადამიანებს, ვისაც ვირუსმა გარკვეული დაავადებები დაუტოვა, 60% -ში სიკდილიანობა დაფიქსირდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ბოლო დროს „ნაციონალები“ და „ოცნება“ „დამესია“. ვცდილობ, ყველას გავცე პასუხი. ბევრს ჰგონია, რომ პოლიტიკაში მოსვლა მინდა.

ოჯახის წევრები, რომლებიც საქართველოში გყავთ, გაიკეთეს ვაქცინაცია?

მამა და ორი და მყავს საქართველოში, მაგრამ ამ ეტაპზე, არ არიან აცრილები, ვფიქრობ „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან, როცა ვაქცინა საქართველოში იქნება. „Bloomberg“ -ის კვლევის თანახმად, კოვიდგადატანილების 50% -ს, დიაბეტის რისკის ქვეშ არიან. ეს, ძალიან საგანგაშო რიცხვია!


მეორე კვლევის თანახმად, „გრძელი კოვიდით“ 6 თვის განმავლობაში, რისკფაქტორის ქვეშ არიან. ეს ყველაფერი, კატასტროფაა.

სწორედ, ამ მონაცემების გავრცელებამ გამოიწვია, საზოგადოების მხრიდან, ნეგატიური კომენტარები თქვენ მიმართ…

საზოგადოება, პანიკაში კი არ უნდა ჩავრდეს, ყურადღებით უნდა იყოს! გაიკეთებენ აცრას და მერე ქეიფობენ – ეს ყველაფერი, ყოვლად დაუშვებელია. ეს არ არის სახუმარო საქმე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს კვლევა, ჩემი ხომ არ არის, ამ ამბავში, მსოფლიოა ჩართული.

გამოდის, რომ საზოგადოების ნაწილს, „ვაკუუმში“ ყოფნა ურჩევნია…

ელემენტარული ზრდილობა არ აქვთ, ზოგი „ბალახების“ ექიმს მადარებს, ზოგი წინასწარმეტყველს, ნახონ ჩემი ფბ-ის გვერდი და წაიკითხონ სად ვმუშაობ. სულ სხვა რამეს ვწერ და სხვას ავრცელებენ. მესმის, რომ ბევრს თავისი საქმე აქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მე არ მაინტრესებს არც პოლიტიკა და არც თანამდებობა.

ანტივაქსერობას გაბრალებენ…

ანტივაქსერი, არის ადამინი, რომელიც ვაქცინის წინააღმდეგია. მე რომ ანტივაქსერი მიწოდო, იგივეა, რომის პაპს, ათეისტი. სამეთვალყურეო საბჭოს ფონდში ვარ, რომელიც 8 წევრისგან შედგება და სწორედ, ჩვენ მივიღეთ, მსოფლოში ახალი ვაქცინის დანერგვის გადაწყვეტილება.

მე ვარ ადამიანი, რომელიც ახალ ვაქცინას ვამტკიცებ მსოფლიოში და ჩემზე ამბობენ, რომ ანტივაქსერი ვარ?

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, მაგრამ უმეტესობა, მაინც ვერ იგებს – ვუხსნი, ვუღეჭავ, ვცდილობ არ გამოვიყენო სამდიცინო ტერმინოლოგია, როგორც სხვა ექიმები, რომლებიც სამდიცინო ენაზე საუბრობენ.

მედიცინაში სადოქტორო მაქვს დაცული, 2007 წლიდან პროფესორი ვარ, აკადემიურად უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავარ, მაგრამ საზოგადოებას, მარტივ, გასაგებ ენაზე ვუხსნი.

და რატომ, ასეთი ნეგატიური კომენტარები?

ძალიან მარტივია – საზოგადოება პოლარიზებულია, რაც კარგად ჩანს. ეს მიუღებლობაა, რას ჰქვია, შენ ხარ დამოუკიდებელი? ქართველ საზოგადოებას, ვერ წარმოუდგენია, რომ შენ, რომელიმე პარტიის წევრი არ ხარ. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები.

ტყუილად, არავის არ ვაკრიტიკებ. რასაც მთავრობაზე ვლაპარაკობ, ამას ვერავინ ახერხებს, მე ვარ „ყინულმჭრელი“, პირველი ვამბობ და მერე თუთიყუშივით იმეორებენ. როცა განვაცხადე, მესამე ტალღა დაიწყო-მეთქი, არვინ დაიჯერა. ხმაც ვერავინ ამოიღო, ელოდებოდნენ, რას ეტყოდნენ მათი პოლიტიკური „ბოსები“. საქართველოში სამწუხაროდ, ყველა ექსპერტი, პოლიტიკურ პარტიასთან არის მიბმული.

საზოგადოების ნაწილი, ეჭვობს, რომ რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობთ…

„მედიაკრიტიკის“ ჟურნალისტმა ისეთი სტატია დაწერა, თითქოს მე ნაციონალური პარტიის მომხრე ვარ. ამ დროს, „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ ჩემ მიმართ პრეტენზიები გამოთქვა, არადა მე ორივე პარტიას მივმართე – ოპოზიციაც მამაძაღლები ხართ და პოზიციაც. თუ გინდათ რევოლუცია, ბარემ მოახდინეთ-მეთქი. ხალხს აღიზიანებენ, რა დროს რევოლუციაა, ამ პანდემიის დროს!

სწორედ, ეს ფრაზა გახდა საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი…

ბოდიში, მაგრამ კითხვა თუ არ იციან, მე რა ვქნა. ქართული ენა, არც სკოლაში მისწავლია, არც უმაღლესში. მაგრამ მიუხედავად გრამატიკული შეცდომებისა, ჩვეულებრივად ვსაუბრობ – მე ვიცი „ქუთაისური ქართული“, რა ვქნა მეტი!


სკოლა ლვოვში დავამთავრე, საქართველოშიც ვსწავლობდი, მაგრამ რუსულ ენოვანში. ჩემზე წერენ „ნამეტანი“ გავლენიანიაო, მთავრობაც გაბრაზეულია, რადგან მათ მხარეს არ ვიჭერ.

ამბობთ, რომ სრულიად დამოუკიდებელი ხართ…

რა თქმა უნდა, თვითონ კი, მონები არიან. მწყინს და ყველაზე მეტად ვბრაზდები, რომ ახალგაზრდებსაც კი, მონური მენტალიტეტი აქვთ.

უბედურება ის არის, რომ ქვეყანაში უცოდინარობა სუფევს, რომელიც ღუპავს ამ ქვეყანას. მეორე ის, რომ ვიღაცის მონა ხარ. მაინცდამაინც ჯაჭვი უნდა გქონდეს ყელზე მობმული, რომ მონა გერქვას?

რას ფიქრობთ, რატომ მომრავლდა ამდენი „მონა“?

რა თქმა უნდა, ფულის გამო! არ გვინდა რა, ბევრი ზღაპრების მოყოლა – ვის აწუხებს იდეები საქართველოში? გამოდიან მაღალფარდოვანი სიტყვებით და ვითომ იდეებზე საუბრობენ. რა იდეები, ფულზე არიან დამოკიდებულები.

რატომ მოდიან პოლიტიკაში? იმიტომ, რომ ფული იშოვნონ – დროა, ვაღიაროთ! ამას საჯაროდ ვაცხადებ, არც ერთი თეთრი, არავისთვის მომიპარავს. მაგ ადამიანებს, კი თითქმის ყველას. რომელი პოლიტიკოსი იტყვის, სუფთა ვარ, ხელფასზე ვმუშაობო!

საქართველოში ვერ შექმნი პოლიტიკურ პარტიას, თუ უკან, რომელიმე ბიზმესმენი არ გიდგას. საზოგადოების დიდი ნაწილი, გადარეულია – როგორ შენ, გიორგი ფხაკაძეს, არავინ გიხდის ფულს, იმაში რასაც აკეთებო?


რასაც ვაკეთებ, ამდენ ვიდეო ჩართვებს და ნიუსებს, ბევრ ტელევიზიასაც არა აქვს. ეს საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ იყო აპოლიტიკური და ამდენ რამეს აკეთებდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს. დააქციეს ქვეყანა, მაგრამ მე არც ერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არ ვუჭერ მხარს, რადგან ესენი, „მავნებლები“ არიან.

აუხსენით საზოგადოებას, რისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს…

საქართველოში, როცა რამეს უანგაროდ აკეთებ, არავის ჯერა და გეტყვით, რატომ! მაგალითად, ბ-ნი ბიძინა ივანიშილი, სწორედ, ასე მოიქცა. თავიდან არიგებდა ფულს და საბოლოო ჯამში, პოლიტიკაში მოვიდა. ბ-ნი ვასაზეც ასევე იქცეოდა, ისიც ბოლოს, პოლიტიკაში ამოყოფს თავს.

ყველა, ვინც რამეს აკეთებდა, პოლიტიკაში მოვიდა! გადახედეთ ჯანდაცვის სფეროს მრჩეველებს, არ მინდა დავასახელო სახელები და გვარები. ეპიდემიის დასაწყისში, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი იყო და დროთა განმავლობაში, „ლოტოს ბურთებივით“ სხვადასხვა პარტიაში დალაგდა.

ლუსტრაცია მოხდა, ვინ ვის მხარეს არის. ვიმეორებ, არც ერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს! არც ერთის მჯერა, მაგრამ რომ დავინახო, რომელიმე პარტია, კარგ საქმეს აკეთებს, გვერდში დავუდგები. საქრთველოში, თანამდებობა არ მაინტერესებს, მაგრამ, რომ მოვინდომო მექნება. არც პოლიტიკა და არც ბიზნესი, არ მაინტერესებს.

ვარ პროფესორი, ვასწავლი სტუდენტებს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ვარ ქართველი, მიყვარს ჩემი სამშობლო. შენი ქვეყნის სიყვარული, თურმე ცუდი ყოფილა! ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ე.წ. ქვეყნის სიყვარული, პოლიტიკაში მოვიდა და ფულის კეთებაზე გადავიდა. მე ვცხოვრობ საფრანგეთში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკუთარი სახლი მაქვს, ბიზნესის კეთება არ მინდა.


ვარ ექსპერტი და ფულს ვშოულობ საზღვარგარეთ და არა საქართველოში. საავადმყოფოების არაერთი ქსელი მეხვეწება, ჩამოდი მიხედეო, მაგრამ არ მაინტერესებს, რადგან არ შემიძლია ტყუილი, კორუფცია, რა ვქნა ასეთი ვარ!

მაგალითად, საქართველოში წამოვიწყე აკრედიტაციის სისტემა, რაც საშინელი „თავის ტკივილია“, მეტი არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ამაზეც კი გიჟდებიან, აქაც ბიზნესინტერესებია, რადგან ძალიან ბევრია კორუფციული, პოლიტიკურად ანგარიჟებული საავადმყოფოები და არ აწყობთ.

ვიღაცამ რომ თქვას – არასწორად აკეთებსო, მიხვდით რა ხდება? როცა პოლიტიკაში ხარ, უამრავ რამეს მოგიძებნიან, გაგიშანტაჟებენ. მე რა უნდა მომიძებნონ, ვცხოვრობ პარიზში. მაგრამ თუ რამე სიბინძურე იყო შესაძლებელი, ყველაფერი დამაბრალეს.

უამრავი შეკვეთილი სტატიაა ჩემზე დაწერილი. რამდენიმე ჟურნალისტმა ისეთი სისულელე დაწერა ჩემზე და რომ ვუთხარი, აიღეთ მეთქი, ფული გადამიხადეს და ვარ ავიღებო, მიპასუხა. რისთის აკეთებენ ამას, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ? „გირჩიდან“ დაწყებული, „მწვანეებით“ დამთავრებული, ყველა ნაცების პარტიაა.


მერე მოდის „ოცნების“ სხვადასხვა „ფერები“ – ჩვენ გვაქვს, „მრავალფეროვანი“ პარლამენტი. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა არ დალაგდება, სანამ მიშა იარსებებს. დასკვნა არის, რომ ფხაკაძე, არც „ნაცების“ და არც „ოცნების“ წარმომადგენელია.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ „Factcheck.ge“ – „ნაცების“ სააგენტოა და „მედიაკრიტიკა“ „ოცნების“ და დასკვნა არის, რომ არც ერთის მხარე არ ვარ. გადარეულები არიან – ვის მხარეს არის ფხაკაძე? – ფხაკაძე, არავისი არ არის! ფხაკაძე დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი დიდი ბაბუიდან მოყოლებული, ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფული.

რომელ ბაბუაზე საუბრობთ?

ნიკიფორე ფხაკაძეზე – დიდი კაცი იყო ბაბუა, რამდენიმე ფაეტონი ჰქონდა ქუთაისში, ოჯახურ ბიზნესს ეწეოდა. 1921 წელს, როცა საქართველოში რუსული არმია შემოვიდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის განძი (ოქრო, ფული), თბილისიდან ქუთაისის საცავში და შემდეგ, ფოთის პორტის გავლით, საზღვარგარეთ (საფრანგეთში) გაეტანათ.


ქუთაისში, ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიფორეს ფაეტონები დაიქირავეს, რომ ოქრო ფოთამდე გადაეტანათ. ფოთიდან, გვიან ღამით დაბრუნებულა ბაბუა დაღლილი და დაუძინია. ბებიამ დაბინავება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ფაეტონში, ერთი დიდი შეკვრა (ოქრო, ფული) ბანკის ძვირფასეულობა აღმოაჩინა.

მაშინ ეს უდიდესი თანხა იყო. ნიკიფორემ, სამი ვერცხლის მონეტით, მიწა იყიდა, ეს კი იმდენად დიდი თანხა იყო, ნახევარ ქუთაისს იყიდდა.

და როგორ მოიქცა ბებია?

ძველი ქართული ტრადიციული ოჯახი იყო, რას იზამდა. გააღვიძა ბაბუა და განძეულობა აჩვენა. ნიკიფორემ სასწრაფოდ ჩაიცვა და შუაღამეს ფაეტონით უკან გაემგზავრა, რომ განძი დაებრუნებინა. ასეთი პატიოსანი ადამიანი იყო, რომ არ ჩაებარებინა, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს.

სავარაუდოდ, არც ამ სასწაულს დაიჯერებენ…

ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე. სახლში დაბრუნებულ ნიკიფრეს, ყველა აღშფოთებული დახვდა, მაგრამ ოჯახის უფროსის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დილით როცა საუზმობდა, კითხეს, ნიკიფორე რა ხდება, წუხელ სად იყავიო? ძალიან მარტივი იყო, ბაბუას პასუხი – მირჩევნია, რუხი პური და ტკბილი ძილი, ვიდრე, თეთრი პური და უძილობა!

ეს სიტყვები ჩვენ ოჯახში, დღემდე შემორჩენილია. ბერჯერ ყოფილა, რომ ფინანსური პრობლემები გვქონია, გვითქვამს – „ნიკიფორე, შენ რა გითხარი, ერთი მონეტა დაგეტოვებინა , ხომ გადავიტანდით ამ გაჭირვებასო!“.

აი ასეთ ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი, ქეთევან ფხაკაძე, ქუთაისში ცნობილი პედაგოგი იყო, 50 წელი, 31 -ე საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. მამიდა იზა ფხაკაძე, ასევე პედაგოგი იყო, მუსიკალური სკოლის. ჩემმა ოჯხამა ასე გამზარდა – თავისუფლება, სწავლა და პატიოსნება! მე რომ ასეთი ვარ, მგონია, რომ ყველა ჩემნაირად ფიქრობს. ერთმა მეგობარმა მითხრა – ქურდს, ყველა ქურდი ჰგონია, კორუფციონერს, ყველა კორუფციონერი. ჩემზე ვინც წერენ, უმეტესობას, ეს პრობლემები აწუხებთ. აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემელების დიდი „არმია“ გყავთ… ეს ხალხი, რომ არა, ამდენ ვიდეოს, ნამდვილად არ გავაკეთებდი. რაც მე ბულინგი, დედის გინება, პირადი შეურაცხყოფა მაქვს გადატანილი! ვერ ვხვდები, რა შუაშია დედის გინება, თან პირადში რომ გწერენ, საშინელებაა – რატომ აკეთებთ ამას? როცა ვხედავ, რომ ასი ათასობით ადამიანი მიყურებს, მისმენს და მიკომენტარებს, არ შემიძლია, არ ვუპასუხო. ვიღაც ვიგინდარების, გაუნათლებელი, კომპლექსიანი, ადამიანების გამო, 99,9% -ს უარი ვუთხრა? ერთი მწერდა – შენ ეს, ალბათ ვიღაცამ დაგავალაო. ასეთ ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ ამ ყველაფერს, მხოლოდ ხალხის გამო ვაკეთებ. როცა ადამიანი ფსიქოლოგიურად მონაა, მას ყველა მონა ჰგონია. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, თუ შენ მართლა გულწრფელად გაინტერესებს, როცა ჩემზე წერ, შემეკითხე და გიპასუხებ. ჩემს სახელს, ბევრი პოპულარიზაციისთვის იყენებს, განსაკუთრებით იმ დროს, თუ რეიტიგი დაუვარდებათ. როცა ლაივს ვრთავ, 10 000 ადამიანი მიყურებს, ესეც ხომ პასუხისმგელობაა, ზოგჯერ 600-700 000 -მდე ნახვა აქვს. დადგმული სცენარით და დაწერილი ტექსტით არ ვსაუბრობ. რაც ვიცი, იმას ვამბობ. თუ შემეშალა რამე, ბოდიშს ვიხდი-ხოლმე, არ არის პრობლემა. 200 -ზე მეტი ვიდეო მაქვს უკვე დადებული. დიაბეტზე რომ გავავრცელე ინფორმაცია, გაგიჟდნენ. მე ვიცი რასაც ვამბობ, თუ რამე შემეშალა, პატიებას ვითხოვ. ერთხელ სიტყვა ინვალიდი გამოვიყენე და როგორ მლანძღეს, არ იცით. ამაზეც ბოდიში მოვიხადე – შშმ პირები უნდა მეთქვა, მეტი რა ვქნა. ისეთ ინფორმაციას ვამბობ, რაც იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვანია. ზოგჯერ, ერთი წლის წინ გავცელებულ ინფორმაციებს მიხსენებს, არადა ამ ერთ წელიწადში, უამრავი რამ შეიცვალა. ვირუსი ახალია, რაც ადრე ვიცოდით, დღეს მეტად განვვითარდით და მეტი ინფორმაცია გვაქვს. ის კვლევები, რაზეც ვსაუბრობდი, ყველაფერი ახდა. ვამბობდი, რომ მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში, მეოთხეს – სექტემნერში უნდა ველოდოთ. ეს ჩემი გამოგონილი არ არის – მათემატიკა და ფიზიკაა. ვაქცინის საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოიტანეს და სავარაუდოდ, ბევრი აიცრება – იქნებ გადავურჩეთ მეოთხე ტალღას… ეს მაინც არ უშველის. სექტემბერ-ოქტომბერში მეოთხე ტალღას უნდა ველოდოთ. ახლა ამაზე ატყდება მთელი ამბავი – იქნება და რა ვქნა! მასის მეოთხე კვირიდან, რეანიმაციებში საწოლები გათავისუფლდება, ტალღა უკან დაიწევს, შესაბამისად, ივნისი, ივლისი და აგვისტო. წყნარი გვექნება. ეს ჩვეულებრივი მათემატიკა, მეცნიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ ვარ ლელა კაკულია! ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ სამსახურს ვერ წავართმევ. როცა დიაბეტის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე, უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, არადა რა ვქნა, დაგიმალოთ? გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? ეს ხომ ზღაპარია. იგივეა, ახლა გამოვიდე და ვთქვა, რომ ერთ თვეში წამალი გვექნება! გაგვიმხილეთ, როდის გვექნება კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი? გვექნება, თან არაერთი, მაგრამ ამას, ჯერ კიდევ დიდი მუშაობა, დრო სჭირდება. ასზე მეტი სახეობის წამალია კვლევაში. ეს პრეპარატები, ბევრად შეუმსუბუქებს მდგომარეობას პაციენტებს. ამის შესახებ, მაშინ გამოვაცხადებ, როცა 100% -იანი პასუხი მექნება. მაგალითად, ამ ეტაპზე, ჩინურ ვაქცინას, რომ მომკლა ვერ ვიტყვი, რომ კარგია. საქართველოში, ბევრი ირჩევს ჩინურ ვაქცინას… ძალინ მარტივად აგიხსნით, რატომ ირჩევენ. საქართველოში არჩევნები რომ ჩატარდა, რატომ ავირჩიეთ ეს ხალხი? ძალიან მარტივია პასუხი. რასაც ვაკეთებთ, ბევრი რამ არალოგიკურია. როცა არჩევნებზე მიდიხარ და შედიხარ საარჩევნო უბანში, არავინ იცის, რას აგდებ ყუთში. ანუ, შესაძლებელია, ამბობენ ჩინურს ვიკეთებო და ამ დროს სხვა ვაქცინას იკეთედნენ… ვერ გეტყვით, მაგრამ ხალხის მანიპულაცია და იძულება, ძალიან მაღალ დონეზე ხდება. ამიტომაც შევადარე არჩევნებს – არჩევნები, გადმოტანილია ვაქცინაციაზე. ამიტომ უნდა მოითხოვო, სწორი ინფორმაცია. მახსოვს, რომ ამბობდნენ, 1 000 000 ვაქცინას შემოვიტანთო, სად არის. მე საჯაროდ ვთქვი, რომ ეს შეუძლებელი იყო. რაზეც გავილანძღე. როგორ შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში, რამე სიმართლე არ თქვა? პანდემია რომ შეჩერდეს, რა რაოდენობაა საჭირო? ამ რაოდენობით შემოტანილი ვაქცინა, ვერ შეაჩერებს პანდემიას. ერთიანად უნდა შემოიტანონ 3-4 მილიონი ვაქცინა და ყველა ქალაქში, ერთიანად უნდა ჩატარდეს ვაქცინაციის პროცესი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 თვეში უნდა დასრულდეს. ამიტომ ვთქვი, რევლუციას თუ აწყობ, ადექი და გადაატრიალე ეს ქვეყანა! ვაქცინაციას თუ აკეთებ, ადექი და ერთიანად გააკეთე, რა გჭირს? და რა არის მიზეზი? ყველაფერი ერთად, მათ შორის პოლიტიკა, თანხები, გამოცდილება და სურვილი, მაგრამ იმედიანად ვარ. ბევრ რამეს არ ვასაჯაროვებ. არ არის საჭირო, რასაც აკეთებ, ყველაფერი აუხსნა საზოგადოებას. ერთადერთი რაც თამამად შემიძლია გითხრათ, საქართველოში, ჩვენ გვექნება „ფაიზერის“ ვაქვცინა. რას ურჩვედით ალერგიული დაავადების მქონე პაციენტებს? ეს ყველაფერი აჟიოტაჟია, ალერგიული რეაქცია, მილიონში ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს, რომელსაც იქვე გაუკეთებენ ადრენალინს და ყველაფერი კარგად იქნება. რატომ დავიწყე აკრედიტაციის ინიციატივა საქართველოში? იმიტომ, რომ ექიმები არ არიან მზად. ვიწყებ უწყვეტ სამედიცინო განათლების პროგრამას, რადგან არ ხდება ექიმების გადამზადება. გვჭირდება, რაც შეიძლება ბევრი ტრენინგები. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში იყოს ძალიან კარგი საავადმყოფოები. განაცხადი, უკვე 32-მა საავადმყოფომ შემოიტანა. საზოგადოებას ასევე შევთავაზე ტურიზმის აღორძინება. მე, როგორც თავისუფალი ადამიანი ჯანდაცვის სფეროში, არაკორუფციული ადამიანი ვარ. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს იცობთ ჯანდაცვის სფეროში ჩემნაირ დამოუკიდებელ, არაკორუფციულ ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, გამაცანით! ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი სული, შემართება, რათა წინ წავიდეთ. ჩვენ თუ არ ავაშენეთ ჩვენი ქვეყანა, არავინ აგვიშენებს, არც რუსეთი, არც ამერიკა და არც ევროპა. საქართველო, უნდა აშენდეს ქართველების მიერ, საკუთარი ხელებით. სირცხვილია, რომ ამერიკელები და ევროპელები, ჩვენ შესარიგებლად ჩამოვიდნენ. მე როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ ევროპელები ჩამოვიდნენ და ჩვენ შერიგებაზე მუშაობენ. მართალია, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ორივე მხარე დამნაშავეა. ეს რაც ქვეყანაში ხდება, არასწორია. ქართველები, ერთმანეთის პირისპირ უნდა დაჯდნენ, ბოლოსდაბოლოს გადმოიღონ ერთი ბოცა წითელი ღვინო, დალიონ, დათვრნენ და იქნებ შერიგდნენ. თუ სხვაგვარად ვერ მორიგდნენ, ქართული ტრადიციული წესით მაინც შერიგდნენ. რა უბედურება გვჭირს, ევროპელი და ამერიკელი ჩამოდის და გვასწავლის როგორ მოვიქცეთ. რომ კითხო, ყველა ტრადიციულობას „აწვება“, დარბიან ეკლესიებში, ჯვარს იწერენ, მერე დარბიან და ილანძღებიან. არ ვარ მორწმუნე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მონათლული ვარ. მეუფე კალისტრატე არის ჩემი ნათლია. თქვენი ნათლობა, გახსოვთ? კარგად მახსოვს! მეუფე კალისტრატე (ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი) მამაჩემის მეგობარი იყო. უცნაურად მოხდა ჩემი ნათლობა. ქუთაისში საქმეზე ჩავედი და მეუფეს ოფისში ვესტუმრე. მოულოდნელად მკითხა, მონათლული ხარო? არა-მეთქი. რას ჰქვია არაო, მომკიდა ხელი და პირდაპირ ტაძარში წამიყვანა, მიყიდა ხის ჯვარი და ასე დაუგეგმავად მომნათლა. მაშინ დაახლოებით, 30 წლამდე ვიყავი. ეს ჯვარი დღემდე მაქვს შემონახული. მეუფე, ჩვენ ოჯახს, ძალიან ეხმარებოდა, როცა უცხოეთში ვიყავი. გაეროში როცა ვმუშაობდი, იმ პერიოდში ქუთაისში ჩავედი, მეუფემ დამიძახა და მითხრა, საავადმყოფო უნდა ჩაგაბარო, კურთხევა გაქვსო. მე ვუთხარი, ჟენევაში უნდა წავიდე სამუშაოდ-მეთქი. მეხვეწა დარჩი და საავადმყოფოს მიხედეო. მეუფე, ის ადამიანი იყო, რომელმაც იმერეთის რეგიონში, ძალიან ბევრი ეკლესია ააშენა. არ ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი, არ ვმარხულობ, მაგრამ ვიცი, რომ აღდგომას ეკლესიაში აუცილებლად უნდა ვიყო. მაგრამ ღმერთის გწამთ… როცა ქართველი ხარ, რა თქმა უნდა, ღმერთის გწამს. მე ალბათ, ტიპიური ქართველი ვარ. ჩემამდე არ დადის, „ფეისბუქი“ რომ აქვთ აჭრელებული ჯვრებით და ქრისტეს გამოსახულებით და მერე რომ გამოდიან და იგინებიან. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ნახევარი, საზღვარგარეთ გაატარეთ, ტრადიციულ ქართველად დარჩით… ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ისეთ ოჯახში გავიზარდე, უფლება არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბევრი „მატკინა“. სააკაშვილის დროს, ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა. ბევრი რამ დავკარგე და ახალი მთავრობის იმედად დავრჩი, მაგრამ ბ. ივანიშვილმა, თავის ქონება დაიბრუნა და მე მომივიდა წერილი, სასამართლოს მიმართეთო. რომელი სასამართლოსთვის მიმემართა, რომლითაც ვერავინ ვერაფერი დაიბრუნა. ნაცების დროს რაც მოხდა, ყველამ ვიცით, მაგრაც რაც ეს მთავრობა მოვიდა, შედეგი ნულია. ჩემთვის ყველა პარტია ერთია, ყველას ფულის გაკეთება უნდა. ახალმა მთავრობამ, ის ძველი ყველაფერი დაანგრია. მიშას დროს ამერიკელებმა მილიონი დოლარი გამოგვიყვეს ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მარტო ღილაკზე ხელის დაჭერა უნდოდა, მაგრამ რატომ არ გაკეთდა? ეს არის უბედურება. 9 წელია რიყეზე დგას „დოქები“, რომელიც დაიწუნეს, მაგრამ გამოიყენე რა!. თუ არ მოწონდათ, დაენგრიათ, რას უყურებენ. რაც მართლია, საქართველოში ბიზნესის კეთება შესაძლებელია, რასაც ვერავინ წაგართმევს. მადლობა ამისთვის „ოცნებას“, მაგრამ უკეთესად გააკეთე. ვაღიაროთ, რომ კახა ბედუქიძემ ბევრი რამ გააკეთა, ჩვენი ეკონომიკა შეცვალა, მაგრამ ულტრალიბერალიზაციის შემდეგ, ყველაფერი დასალაგებელი იყო, რაც არ გაკეთდა. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. რაც არ უნდა გავაკეთო, ვიცი რომ მაინც ბრძოოლას გამომიცხადებენ.აქდან გამომდინარე, უფრო ბევრ საქმეს გავაკეთებ შვეიცარიიდან. თან ვიცი, რომ საქართველოში თუ გადმოვედი, ვინმეს მონა უნდა ვიყო, რაც ძალიან არ მინდა. ყველაზე ბედნიერი ვიქნები მაშინ, როცა დადგება დრო და ჩვენი პრეზიდენტი, სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით ივლის. ყველა ადამიანი, ერთ საფეხურზე იდგება. რისი იმედი უნდა გვქონდეს… . იმედი მაქვს, რომ გონს მოვალთ და დავინახავთ, რომ ეს ვირუსი, არის ვერაგი და ჯერჯერობით არსად აპირებს წასვლას, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია – 1). სამედიცინო პირბადე 2)დისტანცია და ხელების დაბანა 3) ვაქცინაცია. ღმერთმა ქნას, რომ ჩინური ვაქცინაც ეფექტური იყოს, მაგრამ 223 მილიონი ადამიანი აიცრა ჩინური ვაქცინით. როგორ შეიძლება, რომ უკუჩვენების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც შეუძლებელია. ჩვენ გვინდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ვაქცინა, რომელიც იქნება უსაფრთხო და ეფექტური. ამდენ ინფორმაციას იმიტომ ვდებ, რომ მინდა ადამიანებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი – „ზოგი ჭირი მარგებელია“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page