21/06/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„კონფლიქტი არავისთან მინდა, არ ვარ კონფლიქტური, პატივს ვცემ ყველა ჩემს კოლეგას, მაგრამ, საჯარო პირი ასეთ რამეს როცა საჯაროდ ამბობს, მიუღებელია! იქნებ ეს ჩვენი მთავრობა თავის ჩინოვნიკებიანად ჩამოყალიბდნენ, ვინ და რომელია ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო: ამერიკის წამლის სააგენტო თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია?!
განმარტება: თუ შემოგვაქვს “რემდესივირი” და არაპროფესიონალურ/არაეთიკულ რეკლამას ვუკეთებთ, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ამერიკის წამლის სააგენტო არის “ძლიერი მარეგულირებელი”. მაშინ ვაქცინებთან დაკავშირებითაც ასევე მოიქეცით და საქართველოში ავტორიზაცია მიეცით მხოლოდ “ფაიზერს”, “მოდერნას” და “ჯონსონი@ჯონსონის” ვაქცინებს (ჩინური ვაქცინები და “ასტრაზენეკა” ამერიკაში დაშვებული არ არის). თუ თქვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ძლიერი მარეგულირებელი, მაშინ მესმის “ასტრაზენეკას” და ჩინური ვაქცინების დაშვება ქვეყანაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ 2020 წლის ნოემბერშივე თქვა, რომ “რემდესივირი” არაეფექტურია და ერთი თვის წინ საერთოდ ამოიღო კოვიდსამკურნალო პრეპარატების ოფიციალური სიიდან. დამატებითი ინფორმაცია – ინდოეთმა, რომელიც არის “რემდესივირის” ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი, 17 მაისის გადაწყვეტილებით, “რემდესივირი” კოვიდმკურნალობის სქემიდან ოფიციალურად ამოიღო გაფიცებთ ლოგიკას, ამას თუ ხედავთ ?! მე ვხედავ აქ: არაპროფესიონალიზმს (წამლის ასეთი რეკლამა, ყველა სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია), სამედიცინო ეთიკის დარღვევას. ეს წამალი საქართველოში შემოვიდა კლინიკური კვლევის ფაზის ფარგლებში და ესეც არის ეთიკური გამჭირვალობის საკითხი, თუ რატომ უკეთებს საჯარო მოხელე საჯაროდ რეკლამას სამედიცინო პროდუქტს, რა დაინტერესება აქვთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს (ფინანსური/თანამდებობრივი თუ სხვა ?! კორუფცია?! – ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ, და, ბოლოს,, მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარი ვისწავლოთ.
დასკვნა: უწყვეტი სამედიცინო განათლება რომ აგეწყოთ, ასეთი პოსტები და საუბრები საჭირო არ იქნებოდა, დიახ, გიორგი ფხაკაძე საქართველოში “რემდესივირის” შემოტანის წინააღმდეგია, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საბოლოო დასკვნის მიხედვით, “რემდესივირი” ეფექტური არ არის, მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები , საქართველოში დებატებში შესვლას არავისთან ვაპირებ. ამისთვის, როგორც მინიმუმ, მეორე მხარეს ჩემი დონის ეთიკური პრინციპები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რეპუტაცია უნდა ჰკონდეს…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე. https://www.who.int/…/who-recommends-against-the-use-of… https://www.who.int/…/who-recommends-against-the-use-of… https://www.bmj.com/…/who-guideline-development-group…/ https://www.businesstoday.in/…/remdes…/story/436459.html https://www.forbes.com/…/31/remdesivir-covid-coronavirus/ https://goachronicle.com/who-drops-remdesivir-from…/ ეს თვით მწარმოებლის თავის გამართლება …. https://www.gilead.com/…/gilead-sciences-statement-on…
საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს.
„უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში.
ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია „გილეადს“ ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია „გილეადის“ ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს“, - ამბობს ცერცვაძე.
მისივე თქმით, 2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ – 4000 ფლაკონი.
„სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა კოვიდ კლინიკამ.
საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.
პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.
ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.
ცნობისთვის, „გილეადი“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, – წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments